კომაროველები ნია დვალიძე და სანდრო კაპატაძე სწავლას სრული დაფინანსებით ნიუ-იორკის უნივერსიტეტის აბუ-დაბის კამპუსში (NYUAD) გააგრძელებენ!

კომაროვის სკოლის 2024 წლის კურსდამთავრებული ნია დვალიძე და 2023 წლის კურსდამთავრებული სანდრო კაპატაძე სწავლას ნიუ-იორკის უნივერსიტეტის აბუ-დაბის კამპუსში (NYUAD) სრული დაფინანსებით გააგრძელებენ. ნიამ და სანდრომ კომპიუტერული მეცნიერების მიმართულება აირჩიეს.

New York University (NYU) გამოირჩევა საერთაშორისო განათლების მაღალი ხარისხითა და გამოცდილებით. NYU-ს აქვს სამი ძირითადი კამპუსი ნიუ-იორკში, აბუ-დაბისა და შანხაიში. ასევე, მცირე გაცვლითი კამპუსები ყველა კონტინენტზე. აბუ-დაბის კამპუსში 120-ზე მეტი განსხვავებული ეროვნების სტუდენტი სწავლობს. სტუდენტებს ასევე ეძლევათ საშუალება ორი სემესტრი უნივერსიტეტის სხვა კამპუსებში გაატარონ.

NYUAD-ში სწავლის გადასახადი 350 000$-მდე აღწევს.

ნია და სანდრო NYUAD-ში ჩარიცხული მე-7 და მე-8 კომაროველები არიან.

  ნია:

სტენფორდის უნივერსიტეტის ID Tech Camp-ის მონაწილე; 

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მეორე ადგილის მფლობელი;

მათემატიკის საერთაშორისო ბანაკის, "Maths Beyond Limits" მონაწილე პოლონეთში;

 ნიუ-იორკში გამართული საერთაშორისო კონფერენციის "Global Peace Summit" ერთ-ერთი დელეგატი;

იტალიაში ჩატარებული გაეროს მოდელირების ერთ-ერთი დელეგატი;

შექმნა მობილური აპლიკაცია შშმ პირებისთვის "Technovation Girls" კონკურსის ფარგლებში და გახდა ერთ-ერთი ფინალისტი;

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული პის დღესთან დაკავშირებით ჩატარებული მათემატიკის ოლიმპიადის ფინალისტი;

რეგიონული STEM კონკურსის მეოთხე ადგილის მფლობელი;

კომაროვის დებატ კლუბის ხელმძღვანელი და სასკოლო ჩემპიონატების მსაჯი;

ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის მონაწილე და მეხუთე ადგილის მფლობელი;

ევროპული ცენტრის მიერ ორგანიზებული გაეროს მოდელირების ორგანიზატორი და დელეგატი.

 

სანდრო:

 Leagues Of Code-ს პროგრამირების საზაფხულო ბანაკის მონაწილე;

SOS Children's Village-ში მოხალისე მასწავლებელი;

Education USA-ს ლიდერთა აკადემიის წევრი;

მათემატიკის ეროვნული ოლიმპიადის ფინალისტი;

გეოგრაფიის ეროვნული ოლიმპიადის ფინალისტი;

SAT-ის გამოცდაზე მათემატიკის ნაწილში 800/800 ქულიანი მოსწავლე;

ჭადრაკის კლუბის ხელმძღვანელი;

სპორტული თემატიკის "რა? სად? როდის?"-ის ორგანიზატორი;

სკოლაში ფეხბურთის ტურნირის ორგანიზატორი.

მადლობას ვუხდით სკოლის უნივერსიტეტებთან ურთიერთობის სამსახურის (College counseling office) თანამშრომლებს, შოთა ქათამაძესა და გიორგი მახათაძეს, შესაბამისი პროცესების ოპერატიულად და კვალიფიციურად წარმართვისთვის.

კომაროვის სკოლა ულოცავს ნიას და სანდროს და მომავალშიც მრავალ წარმატებას უსურვებს!


ზემოთ