კომაროვის სკოლის მოსწავლე მიხეილ ვაზაგაშვილი სწავლას სრული დაფინანსებით კოლუმბიის უნივერსიტეტში გააგრძელებს!

კომაროვის სკოლის 2024 წლის კურსდამთავრებული მიხეილ ვაზაგაშვილი სწავლას, სრული დაფინანსებით, კოლუმბიის უნივერსიტეტში (Columbia University) მექანიკური ინჟინერიის მიმართულებით გააგრძელებს.

კოლუმბიის უნივერსიტეტი სიძველით ნიუ-იორკის შტატში პირველი, ხოლო აშშ-ის მასშტაბით მეხუთე უმაღლესი სასწავლებელია. იგი ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია მსოფლიოში.

Columbia University-ში სწავლის გადასახადი 374 000$-მდე აღწევს.

მიხეილი:

• CERN-ის მიერ ჩატარებული ფიზიკის კვლევითი კონფერენციის გამარჯვებულია;

• კინგსის ოლიმპიადის ერთხელ მესამე ადგილის მფლობელი და ერთგზის გამარჯვებულია;

• ეროვნული ოლიმპიადის ფინალისტია;

• კომაროვის სასკოლო ჰაკათონში მეორე ადგილის მფლობელია;

• SAT Club-ის პრეზიდენტია;

კომაროვის სკოლა ულოცავს მიხეილს და მომავალშიც მრავალ წარმატებას უსურვებს!

 


ზემოთ