კომაროვის სკოლის მოსწავლეების წარმატება ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაზე!

კომაროველებმა ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაში (BMO 2024), რომელიც ბულგარეთში, ქალაქ ვარნაში გაიმართა 3 მედალი მოიპოვეს.

 დავით კლდიაშვილი - ოქროს მედალი;

ლუკა წულაია - ვერცხლის მედალი;

გიორგი კეკენაძე - ბრინჯაოს მედალი.

 საქართველომ გუნდურად ოლიმპიადაში მეხუთე ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

გუნდის ლიდერი - ლუკა მაჭარაშვილი.

 წევრები: დავით კლდიაშვილი, გიორგი კეკენაძე, რატი რატიანი, მირზა შანიძე, ლუკა წულაია.

ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადა საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის სკოლები მონაწილეობენ. წელს ოლიმპიადაში 22 ქვეყნის 23 გუნდი (137 მოსწავლე) მონაწილეობდა.

შედეგების სანახავად ეწვიეთ ბმულს

კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, პედაგოგებს, წრის ხელმძღვანელებს, მშობლებს და სამომავლოდაც არაერთ წარმატებას უსურვებს!


ზემოთ