სამძიმრის წერილი ნინო სისოევას გარდაცვალების გამო
- 07 თებერვალი, 2017
კომაროვის სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მათემატიკის ყოფილი მასწავლებლის, ნინო სისოევას გარდაცვალების გამო.
ქალბატონი ნინო მრავალი წლის განმავლობაში ემსახურა მომავალი თაობების აღზრდას, იყო ბრწინვალე პედაგოგი, შესანიშნავი ადამიანი, რომელიც თავის ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებდა ახალბედა კოლეგებს.
სკოლის გუნდი თანავუგრძნობთ მის ოჯახსა და ახლობლებს.
დაკრძალვა სამშაბათს, 7 თებერვალს, 15:00 საათზე, საბურთალოს სასაფლაოს წმინდა ნინოს ეკლესიიდან.