STEM ოლიმპიადის ფინალისტი გუნდები ცნობილია
- 08 თებერვალი, 2024
კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ პროექტ STEM ოლიმპიადის ფინალურ ტურში მონაწილეობას მიიღებს პირველი ტურის შედეგად გამოვლენილი შემდეგი 10 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი:
- სკოლა-ლიცეუმი მწიგნობართუხუცესი;
- ქართულ-ამერიკული სკოლა;
- თავისუფალი სკოლა;
- აიბი მთიები;
- ნიუტონის თავისუფალი სკოლა;
- ვაჟა ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლა;
- ბრიტანულ-ქართული აკადემია;
- გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია;
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ ფოთის N3 საჯარო სკოლა;
- არქიმედეს სკოლა.
ფინალური ტური გაიმართება მაისში, მანამდე მოსწავლეებს კომაროვის ,,STEM სკოლის“ გამოცდილი პედაგოგები ჩაუტარებენ ონლაინ სემინარებს, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ციფრული ინჟინერიის მიმართულებით.
გამარჯვებული გუნდის ყველა წევრი მენტორთან ერთად გაემგზავრება შვეიცარიაში, ჟენევაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN). ასევე, გამარჯვებულ სკოლას საქართველოს ბანკი მოუწყობს მულტიფუნქციურ სივრცეს STEM მიმართულებით. II და III ადგილოსანი გუნდის წევრები ლეპტოპებსა და პლანშეტებს მიიღებენ.
კომაროვის სკოლა მადლობას უხდის ოლიმპიადაში მონაწილე 180-მდე სკოლას, ფინალში გასვლას ულოცავს ათივე გუნდს, მათ მენტორებსა და სკოლებს.
უსურვებს წარმატებებს ფინალურ ტურში.