ჟაუტიკოვის მე-20 საერთაშორისო ოლიმპიადაზე კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა ოქროს 2, ვერცხლის 2 და ბრინჯაოს 3 მედალი მოიპოვეს.
- 17 იანვარი, 2024
კომაროვის სკოლის გუნდი ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადიდან მე-2 საპრიზო ადგილით (რეიტინგით მე-4 შედეგი) დაბრუნდა.
ჟაუტიკოვის ოლიმპიადა ტრადიციულად ტარდება ყოველწლიურად ყაზახეთის ქალაქ ალმატიში. ტურნირის ფარგლებში არის გუნდური და ინდივიდუალური შეჯიბრი. წელს ჩატარდა მე-20 ოლიმპიადა, სადაც მონაწილეობას 15 სახელმწიფოს 100 -ზე მეტი გუნდი იღებდა. ინდივიდუალურ შეჯიბრში მონაწილეობდა 700-მდე მოსწავლე. სკოლის მოსწავლეებმა ოქროს 2 , ვერცხლის 2 და ბრინჯაოს 3 მედალი მოიპოვეს. კომაროვის სკოლის გუნდმა მეორე საპიზო ადგილი (რეიტინგით მე-4 შედეგი) აჩვენა.
სკოლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მსოფლიოს დიდი სივრცის სკოლებს შორის ლიდერთაგანია მათემატიკაში, ფიზიკასა და ინფორმატიკაში.
ჟაუტიკოვის ოლიმპიადებზე სხვადასხვა წლებში კომაროვის სკოლას 1 პირველი პრიზი, 2 მეორე პრიზი, 4 მესამე პრიზი და 4 საპატიო სიგელი აქვს მოპოვებული.
გუნდის შემადგენლობა: ლიდერები: თეიმურაზ კალატოზი, ლუკა მაჭარაშვილი.
გუნდის შემადგენლობა:
დავით კლდიაშვილი, გიორგი კეკენაძე, მირზა შანიძე, ლუკა თვალავაძე, თორნიკე ცაძიკიძე, საბა ფერაძე, ნინო ჩხაიძე.
ინდივიდუალურ შეჯიბრში სკოლის მოსწავლეების შედეგები:
დავით კლიდიაშვილი - მათემატიკა, ოქროს მედალი
გიორგი კეკენაძე - მათემატიკა, ვერცხლის მედალი
მირზა შანიძე - მათემატიკა, ბრინჯაოს მედალი
ლუკა თვალავაძე - ფიზიკა, ოქრო მედალი
თორნიკე ცაძიკიძე, ფიზიკა, ვერცხლის მედალი
საბა ფერაძე, ინფორმატიკა-ბრინჯაოს მედალი
ნინო ჩხაიძე- ინფორმატიკა, ბრინჯაოს მედალი
აღსანიშნავია, რომ დავით კლდიაშვილმა მათემატიკაში აბსოლუტური პირველი შედეგი აჩვენა.
კომაროვის სკოლა მადლობას უხდის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლის გუნდის ოლიმპიადაზე მონაწილეობის დაფინანსებისთვის.
კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, გუნდის ლიდერებს, მათ პედაგოგებს, წრის ხელმძღანელებს, მშობლებსა და სკოლის ყველა გულშემატკივარს ამ გამარჯვებას და უსურვებს მომავალ წარმატებებს!