ამოცანა, რომელიც ყველაზე საკამათო მათემატიკურ ამოცანების სიაში შეიყვანეს!

მათემატიკა სავსეა სიურპრიზებით და არის შექმნილი იმისთვის რომ ბიძგი მისცეს თქვენს გონებრივ ლიმიტებს. მოცემული ამოცანა იმ თორმეტთაგანია, რომელიც ყველაზე საკამათო მათემატიკურ ამოცანათა სიაში შეიყვანეს. თუ, გსურთ გამოცადოთ თქვენი მეგობრები ლოგიკურ აზროვნებაში, დაუსვით ეს შეკითხვა. . 

მოდით ვთქვათ, რომ ხართ გადაცემაში, სადაც წამყვანი გაჩვენებთ 3 კარს. აქედან, ერთ-ერთი კარის უკან არის ახალი ავტომობილი. დანარჩენი 2 კარის უკან კი თხა. თქვენ უნდა აირჩიოთ ერთ-ერთი კარი, შემდეგ კი გადაცემის წამყვანი გააღებს ერთ კარს, რომელიც თქვენ არ აგირჩევიათ და რომლის უკანაც დაინახავთ, რომ დგას თხა. ამის შემდეგ, წამყვნი გკითხავთ: გინდათ, რომ შეცვალოთ კარი, თუ გინდათ რომ დატოვოთ თქვენი არჩევანი, ისე როგორც თავიდან დაასახელეთ. რას უპასუხებთ? 

თქვენი პირველი ფიქრი იქნება, რომ დატოვოთ ის კარი, რომელიც თავიდან აირჩიეთ, რადგან ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის - მხოლოდ 2 კარი დარჩა, სადაც 50-50-ზე გაქვთ ავტომობილის მოგების შანსი. ეს არასწორია! 

საუკეთესო სტრატეგია ამ თამაშში არის ცვლილება! ყოველ ჯერზე! მოთამაშე, რომლის სტრატეგიაც ცვლილებაა ყოველ ჯერზე მხოლოდ მაშინ წააგებს, როდესაც ავტომობილი იმ კარის უკან არის, რომელიც თავდაპირველად აირჩია. შანსი იმისა, რომ თავიდანვე სწორად აირჩიოთ კარი არის ერთი 3-დან, ისევე როგორც შანსი იმის, რომ წააგოთ თამაში ყოველ ჯერზე ცვლილებისას არის ერთი 3-დან. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი რომელიც შეცვლის თავის არჩევანს ყოველ ჯერზე მოიგებს დროის ერთ მესამედს. ეს არის ორჯერ მეტი შანსი მოგების ვიდრე იმ ადამიანების ვინც არ ცვლის პასუხს. 

თუ, კიდევ ვერ ხვდებით რატომ არის ასე, განაგრძეთ კითხვა. ვთქვათ, აირჩიეთ კარი # 1. ნახეთ, ყველა ალბათობა რომელიც შეიძლება ამ შემთხვევაში მოხდეს, სურათზე

თუ, ძველ პასუხს დატოვებთ - მოიგებთ 3-იდან ერთხელ. თუ, შეცვლით პასუხს მოიგებთ 3-დან ორჯერ. 

კიდევ, თუ გიჭირთ ამოცანის გაანალიზება, განაგრძეთ კითხვა. მოდით, ვნახოთ იგივე თამაში, მაგრამ 50 კარით, სადაც თქვენ ირჩევთ პირველ კარს და წამყვანი აღებს 48 კარს, რომლის უკან გაჩვენებთ 48 თხას. გაიხსენეთ, რომ თქვენ გქონდათ 1 შანსი 50-იდან, რომ აგერჩიათ სწორი კარი პირველივე ცდაზე. ჩვენს თამაშში, სადაც 3 კარია არის ზუსტად იგივე პრინციპი. იხილეთ, სურათი


ზემოთ