ყველაზე გამოჩენილი ბავშვი-გენიოსები
- 24 იანვარი, 2017
ადამიანები დიდი ხანია დაობენ იმაზე, თუ რა არის გენიალურობა. აზრები იყოფა: ბავშვობიდან დაუღალავი შრომა, ბუნების საჩუქარი, გენეტიკური მუტაციის შედეგი და ვინ მოთვლის, კიდევ რა. ასეა თუ ისე, იშვიათად იბადებიან ბავშვები, რომელთა შესაძლებლობებიც აოცებს უფროსებს. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:
ბლეზ პასკალი
VII საუკუნეში 12 წლის ბიჭმა ამოხსნა ურთულესი მათემატიკური ამოცანები. 16 წლისამ უკვე დაიმკვიდრა თავი საფრანგეთის გამოჩენილ მათემატიკოსთა სიაში, გამოიგონა თეორემა, ხოლო 19 წლისამ შექმნა მექანიკური კალკულატორი.
მარია აგნესი
დაიბადა XVIII საუკუნის დასაწყისში. თითქმის ჩვილობიდან შეისწავლა რამდენიმე ენა და თამამად გამოდიოდა მამის მეგობრებთან სამეცნიერო ნაშრომებით. როდესაც გაიზარდა, გამოაქვეყნა მთელი რიგი ნაშრომებისა ფილოსოფიასა და მათემატიკაში.
ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი
პატარა ვოლფგანგის მამას, რომელიც კომპოზიტორი იყო, ძალიან უნდოდა, რომ შვილი მუსიკოსი გამოსულიყო და მას ეს გამოუვიდა. უკვე 5 წლის ასაკში ამადეუსი კონცერტებზე გამოდიოდა და შეეძლო დაემახსოვრებინა მრავალხმიანი მუსიკალური ნაწარმოებები.
სერგეი პროკოფიევი
ეს „რუსი მოცარტი“ 6 წლის ასაკში თხზავდა პატარა პიესებს, 10 წლისამ კი დაწერა ნამდვილი ოპერა “გოლიათი“, 13 წლისამ ჩააბარა კონსერვატორიაში, სადაც სწავლობდა დიდ მუსიკოსებთან ერთად.
ანდრე-მარი ამპერი
მომავალი გამოჩენილი ფიზიკოსი 7 წლის ასაკში კითხულობდა სქელტანიან ენციკლოპედიებს - და იმახსოვრებდა ზეპირად, სიტყვა-სიტყვით.
ელის ტან რობერტსი
ამ გოგონას ჯერ ყველაფერი წინ აქვს. 2007 წელს დაიბადა. 2 წლისა და 4 თვის ასაკში შევიდა კლუბში სახელწოდებით „მენსა“- სადაც ერთიანდებიან ადამიანები მაღალი ინტელექტით. მას ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა IQ 156 კოეფიციენტი, თავისუფლად კითხულობდა ესპანურად და იცოდა ყველა ქვეყნის დედაქალაქი.
წყარო: Mshoblebi.ge