"შაბათის სკოლაში" სწავლა იწყება!

ძვირფასო   მშობლებო და მოსწავლეებო! 


    გილოცავთ სასაწავლო წლის დაწყებას! 


კომაროვის    შაბათის   სკოლაში სწავლა დაიწყება  შაბათის ჯგუფებისთვის 23, ხოლო კვირის ჯგუფებისთვის—24 სექტემბერს. გთხოვთ, შესაბამის დღეს მობრძანდეთ მითითებული გრაფიკის მიხედვით: 

დილის ცვლა: მე-5 და მე-6 კლასელები —9:00-დან 9:30-მდე  შუალედში. მე-3 და მე-4 კლასელები— 9:40-დან 10:00-მდე  შუალედში. 

მეორე ცვლა: მე-5 და მე-6 კლასელები—13:00 დან 13:30-მდე შუალედში. მე-3 და მე-4 კლასელები—13:40 დან 14:00-მდე შუალედში.

 შაბათის ჯგუფების მოსწავლეების მშობლები  წინასწარ  მიიღებთ შეტყობინებას ან 21 ან 22 სექტემბერს. კვირის ჯგუფების მოსწავლეები წინასწარ მიიღებთ შეტყობინებას ან 21,ან 22 ან 23 სექტემბერს. თუკი რაიმე მიზეზით წინასწარ ვერ მიიღებთ შეტყობინებას მოსწავლის აუდიტორიის შესახებ, სკოლის შიდა ეზოსა და სკოლის დერეფნებში მოსწავლეებს დახვდებიან სკოლის წარმომადგენლები, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ შესაბამის ჯგუფსა და ოთახში მიცილებას. 

  გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მშობლები სკოლის შიდა ტერიტორიაზე არ დაიშვებიან. ხელი რომ არ შეეშალოს მოსწავლეთა შემოსვლას, ნუ შეყოვნდებით სკოლის ჭიშკართან. ვინც აპირებს ავტომანქანით მოსვლას, შეიძლება შეიქმნას პარკინგისა და საცობის პრობლემა, ამიტომ, გთხოვთ, იფიქროთ, ხომ არ აჯობებს, მანქანა გააჩეროთ ან ვაჟა-ფშაველას ახლომდებარე კვარტლებში,  ან - გამზირზე. შაბათის სკოლის საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ მეილზე: komarovishabati@gmail.com 

კომაროვის სკოლა ჯანმრთელობასა და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!


ზემოთ