კომაროვის სკოლა მოსწავლეთა სტიპენდიების პროგრამას იწყებს!

კომაროვის სკოლა მოსწავლეებისთვის სტიპენდიების პროგრამას იწყებს!

სტიპენდიების პროგრამის მიზანი კომაროვის განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლეების წახალისება, ასევე, კომაროვის სკოლის გამორჩეული ფიგურების პოპულარიზაციაა, შესაბამისად სკოლის მიერ დაწესებული სტიპენდიების უმრავლესობა მათი სახელობისაა:

გრიშა წულაიას სტიპენდია;

ვალერი მელაძის სტიპენდია;

ჯემალ ვეკუას სტიპენდია;

ნათელა კოღონიას სტიპენდია;

გელა მანელიძის სტიპენდია;

ლევან ჯანაშიას სტიპენდია;

ჯუანშერ ჯურხაძის სტიპენდია;

ჯემალ კიკნაძის სტიპენდია;

სიმონიკა სხირტლაძის სტიპენდია;

კომაროვის სკოლის ოქროს სტიპენდია.

ამ პროექტის განხორციელებისთვის კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულების, მხარდამჭერებისა და პარტნიორების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

დონორმა შეიძლება დააფინანსოს ერთი ან რამოდენიმე სტიპენდია.

სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ “კომაროვის სკოლის სტიპენდიების დებულება”. თანხის ჩარიცხვის სურვილის შემთხვევაში, საბანკო რეკვიზიტებისა და ჩარიცხვის წესის შესახებ ინფორმაციას იხილავთ მიბმულ ფაილში.

 

კომაროვის სკოლა პროექტის მხარდაჭერისთვის, შესაბამისად, მოსწავლეების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის,  წინასწარ გიხდით მადლობას!


ზემოთ