კომაროვის სკოლის მე-8 კლასში მისაღები გამოცდა ხვალ, 25 ივლისს ჩატარდება
- 24 ივლისი, 2023
შეგახსენებთ, რომ კომაროვის სკოლის მე-8 კლასში მისაღები გამოცდა ხვალ, 25 ივლისს ჩატარდება.
გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყება- 07:30 საათიდან
გამოცდა დაიწყება - 08:30 საათზე
გამოცდის ჩატარების ადგილი: სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა (მისამართი: ვაჟა-ფშაველას N49).
გამოცდაზე მოსწავლემ თან უნდა იქონიოს:
- საწერი კალამი, რვეული შავი სამუშაოსთვის, სასურველია, წყალი (პლასტმასის ბოთლით).
- აგრეთვე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ან აიდი ბარათი, ან პასპორტი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა).
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, სკოლა უფლებას იტოვებს, გადაუღოს მოსწავლეს სურათი შემდგომი იდენტიფიკაციისთვის.
- მე-8 კლასში მისაღები გამოცდა იქნება მხოლოდ მათემატიკაში.
მე-8 კლასში მისაღებ მათემატიკის საგამოცდო ბილეთში იქნება 30 დახურბოლოიანი საკითხი:
- პირველი 24 საკითხი იქნება 6 სავარაუდო პასუხით და თითოეული შეფასდება 2 ქულით.
- ბოლო 6 საკითხი იქნება 6 სავარაუდო პასუხით და შეფასდება 2.1, 2.2, 2.3, 2.4, 2.5 და 2.6 ქულებით. ინფორმაცია რამდენი ქულით შეფასდება საკითხი მითითებული იქნება ტესტში.
ტესტის მაქსიმალური ქულა: 62.1
საგამოცდო დრო: 3 საათი
მე-8 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 8 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-8 შედეგის მქონე მოსწავლეს, თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლე დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55 %-ს მაინც.
კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!