„შაბათის სკოლის“ მე-6 კლასის მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერის ტესტი სწორი პასუხებით და პირველადი შედეგები!

ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო,

„შაბათის სკოლის“ მე-6 კლასის მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერის ტესტი სწორი პასუხებით და პირველადი შედეგები იხილეთ აქ:

 

ტესტი

პირველადი შედეგები

 

პირველადი შედეგების აპელაცია მიიღება  2 და 3 ივლისს, 18:00  საათამდე, ელექტრონულ მისამართზე: saapelatsiokomisia@gmail.com.       

საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 7  ივლისს, 18 საათამდე.

 

შაბათის სკოლის მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერის შედეგად, სკოლის მე-7 კლასში, მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე არაუმეტეს 50 მოსწავლე (განმარტება: 50 მოსწავლეზე მეტი, წერის შედეგად, სკოლაში არ მიიღება. იმ შემთხვევაში, თუ რეიტინგით 51-ე მოსწავლეს და 50-ე მოსწავლეს ექნებათ x (თანაბარი) ქულა, შემაჯამებელი წერით მიიღებიან ის მოსწავლეები, რომლებმაც დააგროვეს x-ზე მეტი ქულა).  ვიმეორებთ, კომაროვის სკოლაში, ,,შაბათის სკოლის“ შემაჯამებელი  წერით,  მე-7 კლასში  არ მიიღება 50-ზე მეტი მოსწავლე (კიდევ ერთი მაგალითი: თუ რეიტინგით 43-ე მოსწავლეს ექნება 30 ქულა, ხოლო რეიტინგით 44-ედან 51-ის ჩათვლით მოსწავლეებს ექნებათ 29,9 ქულა, შაბათის სკოლის მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერით სკოლაში მიიღება 43 მოსწავლე).

კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!


ზემოთ