კომაროველების წარმატება ეკონომიკის ოლიმპიადაზე!
- 28 ივნისი, 2023
გიზიარებთ ეკონომიკის ოლიმპიადაზე კომაროვის სკოლის მოსწავლეების მიღწეულ წარმატებას!
ეკონომიკის ოლიმპიადა წელს საქართველოში პირველად ჩატარდა. ოლიმპიადა 4 რაუნდისგან შედგება, 3 რაუნდის შედეგად ,გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც საერთაშორისო შეჯიბრზე სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გაემგზავრებიან.
თითოეული მონაწილე ქვეყნიდან 5 მოსწავლე სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში 2023 წლის საერთაშორისო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.
რეიტინგული სიით გამოვლენილ საუკეთესო შედეგის მქონე 10 მოსწავლეს შორის კი, 7 კომაროველია: ანი გვარამაძე, ნიკა ვანაძე, კლიმენტი ბერულავა, ლუკა ბუაჩიძე, ანა საბაშვილი, ლევან მაჩიტიძე და სანდრო თურმანიძე.
გამარჯვებული 5 მოსწავლიდან, რომლებიც საერთაშორისო რაუნდშიც მიიღებენ მონაწილეობას, 3 კომაროვის სკოლის მოსწავლეა: ანი გვარამაძე, ნიკა ვანაძე და კლიმენტი ბერულავა.
ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, Institute of Economic Education (INEV), საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi). ეკონომიკის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი. ასევე, სპონსორები არიან Economic Fundamentals Initiative და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი.
კომაროვის სკოლა ულოცავს ამ წარმატებას მოსწავლეებს, მშობლებსა და წრის ხელმძღვანელებს და სამომავლოდაც არაერთ წარმატებას უსურვებს მათ!