შაბათის სკოლის მე-6 კლასის, მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერის ტესტები და ნაშრომები!
- 25 ივნისი, 2023
ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო,
შაბათის სკოლის მეექვსე კლასის მესამე მოდულის შემაჯამებელი წერის ტესტები იხილეთ აქ:
შაბათის სკოლის მეექვსე კლასის მესამე მოდულის შემაჯამებელი წერის ნაშრომები იხილეთ აქ:
აპელაცია პროცედურულ საკითხებზე მიიღება 25 ივნისს, საღამოს 18:00 საათამდე, ელექტრონულ მისამართზე: saapelatsiokomisia@gmail.com
პირველადი შედეგები და სწორი პასუხები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 1 ივლისისა.
პირველადი შედეგების აპელაცია მიიღება 2 და 3 ივლისს 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: saapelatsiokomisia@gmail.com.
საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 7 ივლისს 18 საათამდე.
შაბათის სკოლის მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერის შედეგად, სკოლის მე-7 კლასში, მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე არაუმეტეს 50 მოსწავლე (განმარტება: 50 მოსწავლეზე მეტი, წერის შედეგად, სკოლაში არ მიიღება. იმ შემთხვევაში, თუ რეიტინგით 51-ე მოსწავლეს და 50-ე მოსწავლეს ექნებათ x (თანაბარი) ქულა, შემაჯამებელი წერით მიიღებიან ის მოსწავლეები, რომლებმაც დააგროვეს x-ზე მეტი ქულა). ვიმეორებთ, კომაროვის სკოლაში, ,,შაბათის სკოლის“ შემაჯამებელი წერით, მე-7 კლასში არ მიიღება 50-ზე მეტი მოსწავლე (კიდევ ერთი მაგალითი: თუ რეიტინგით 43-ე მოსწავლეს ექნება 30 ქულა, ხოლო რეიტინგით 44-ედან 51-ის ჩათვლით მოსწავლეებს ექნებათ 29,9 ქულა, შაბათის სკოლის მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერით სკოლაში მიიღება 43 მოსწავლე).
კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!