მათემატიკის მასწავლებელთა ოლიმპიადის პირველი ტურის საბოლოო შედეგები!
- 19 მაისი, 2023
ძვირფასო ოლიმპიადის მონაწილეებო,
მათემატიკის მასწავლებელთა ოლიმპიადის პირველი ტურის საბოლოო შედეგები ცნობილია:
ფინალურ ტურში გადასული მონაწილეები
ფინალურ ტურში გადავიდნენ ის მონაწილეები, რომელთაც მოაგროვეს ტესტის მაქსიმალური ქულის 40% ან მეტი, ანუ 24,84 ქულა ან მეტი. აპელაციების შედეგად პირველადი შედეგები არ შეცვლილა.
ფინალური ტური:
· ფინალური ტურის ჩატარების თარიღი: 2023 წლის 26 მაისი. რეგისტრაციის დაწყების დრო: 10:30 საათი, ოლიმპიადა დაიწყება 11:00ზე. ხანგრძლივობა 4,5 საათი, ადგილი: სკოლა-პანსიონი კომაროვი, ვაჟა-ფშაველას 49.
· ოლიმპიადის ფინალური ტური შედგება ღიაბოლოიანი 7 ამოცანისგან. თითოეულის მაქსიმალური ქულა მითითებული იქნება ტესტში.
· მონაწილეების ნამუშევრების სკანირებული ვერსია ხელმისაწვდომი იქნება არაუგვიანეს 27 მაისისა.
· არაუგვიანეს 29 მაისისა, მონაწილეებს მიეწოდებათ ფინალური ტურის ამოცანების შეფასების კრიტერიუმები.
· პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2 ივნისისა.
აპელაციები მიიღება 3 და 4 ივნისს. მეილზე: saapelatsiokomisia@gmail.com
· საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 9 ივნისისა.
გამარჯვებულები
ოლიმპიადის ფინალური ტურის შედეგებით დამტკიცდება რეიტინგული სია.
*თუკი, რომელიმე ორ მონაწილეს ფინალურ ტურში ექნება ერთი და იგივე ქულა, გათვალისწინებული იქნება ოლიმპიადის პირველ ტურში მიღებული შედეგი. თუ პირველი ტურის ქულებიც იდენტურია, მონაწილეები გაიყოფენ შესაბამის ადგილებს ან თუ საუბარია სხვადასხვა კატეგორიის ადგილებზე, გადაწყვეტილებას მიიღებს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი.
· პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს გადაეცემა: ოქროს მედალი, გამარჯვებულის თასი და ფულადი ჯილდო 2400 ლარის ოდენობით.
· მეორე ადგილზე გასულ მონაწილეს გადაეცემა: ოქროს მედალი და ფულადი ჯილდო 1600 ლარის ოდენობით.
· მესამე ადგილზე გასულ მონაწილეს გადაეცემა: ოქროს მედალი და ფულადი ჯილდო 1000 ლარის ოდენობით.
· ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების გადანაწილება ადგილების მიხედვით გამოცხადდება არაუგვიანეს 20 მაისისა.
კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე ან მეილზე: komarovi.mathteachersolimp@gmail.com
კომაროვის სკოლა წარმატებებს გისურვებთ!