"შაბათის სკოლის" მე-5 კლასის მათემატიკის ოლიმპიადა იწყება!
- 11 მაისი, 2023
ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო,
„შაბათის სკოლის“ მე-5 კლასის ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდება 12 მაისს, 10:00 საათზე კომაროვის სკოლაში (თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N49).
ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ კომაროვის „შაბათის სკოლის“ მე-5 კლასის მოსწავლეებს (11 მაისის მდგომარეობით) აქვთ.
პირველ ტურში მოსწავლეებს მიეცემათ დახურულბოლოიანი ტესტი, რომელშიც იქნება 20 ამოცანა. სამუშაო დრო - 2 საათი.
რეგისტრაცია (ადგილზე) დაიწყება 09:00 საათიდან.
მოსწავლემ თან უნდა იქონიოს საწერი კალამი, რვეული - შავი სამუშაოსთვის (სასურველია წყალიც).
ოლიმპიადის დებულება მშობლებთან და მოსწავლეებთან დაგზავნილია.
იმავე დღეს (12 მაისს) სკოლის ვებგვერდზე (komarovi.edu.ge) აიტვირთება მოსწავლეთა კოდირებული ნაშრომები და ტესტი.
ტესტის სწორი პასუხები და პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 16 მაისისა. აპელაცია მიიღება 17 და 18 მაისს ელექტრონულ ფოსტაზე: saapelatsiokomisia@gmail.com
საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 23 მაისისა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მშობლები სკოლის ტერიტორიაზე არ დაიშვებიან.
ხელი რომ არ შეეშალოს მოსწავლეთა შემოსვლას, ნუ შეყოვნდებით სკოლის ჭიშკართან.
ვინც აპირებს ავტომანქანით მოსვლას, შეიძლება შეიქმნას პარკინგისა და საცობის პრობლემა, ამიტომ, გთხოვთ, იფიქროთ, ხომ არ აჯობებს, მანქანა გააჩეროთ ან ვაჟა-ფშაველას ახლომდებარე კვარტლებში, ან - გამზირზე.
მოსწავლეები, რომლებიც მოხვდებიან რეიტინგული სიის 100-ეულში ან გაიმეორებენ რეიტინგული სიის მე-100 ნომრის შედეგს, მოიპოვებენ ოლიმპიადის ფინალურ ტურში მონაწილეობის უფლებას. ფინალური ტური გაიმართება 26 მაისს.
,,შაბათის სკოლის“ მათემატიკის ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება პროექტის მოსწავლეებისთვის. ოლიმპიადის მიზანი მოსწავლეებში მათემატიკის სწავლის მოტივაციის ზრდაა. ეს კარგი შესაძლებლობაა ტესტთან მუშაობისა და კონკურსში მონაწილეობის გამოცდილების შესაძენად, გამარჯვებული მოსწავლეების გამოსავლენად და წასახალისებლად.
კომაროვის სკოლა წარმატებას გისურვებთ!