25 სკოლისკენ მიმავალი დაუჯერებელი გზა მსოფლიოში!

საბედნიეროდ, ჩვენთვის სკოლამდე მისვლა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, მაგრამ მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში, სკოლა და განათლება ძნელად მისაღწევი ფუფუნებაა. ყოველდღიურად უამრავი ბავშვი, დედამიწის სხვადასხვა კუთხეში დაუჯერებელ და წარმოუდგენელ გზას გადის, რომ მიიღონ განათლება, რომელსაც ზოგიერთი ჩვენგანი გარანტირებულად თვლის და არ აფასებს. 


გაოცებული დარჩებით, როდესაც ნახავთ ზოგიერთი ბავშვის აბსოლუტურ სიმამაცეს, რომელსაც ყოველდღიურად ამჟღავნებენ იმისთვის, რომ ცოდნა გაიღრმავონ. 


დაათვალიერეთ ფოტოები და ნახავთ, როგორ მოგზაურობენ ბავშვები 5-საათის განმავლობაში, ჩინეთის უზარმაზარი მთების 30 სანტიმეტრიან, ძალიან ვიწრო ბილიკზე; ასევე დაუცველ ხის კიბეებზე სამხრეთ ჩინეთში. იხილავთ, გაყინულ  ბავშვებს, რომლებსაც ჰიმალაის გავლა უწევთ სკოლამდე მისაღწევად და მოგზაურობას 800 მეტრიან ფოლადის კაბელზე, რომელიც კოლუმბიაში, მდინარე რიო-ნეგროდან 400 მეტრით ზემოთ არის გადაჭიმული. გაოცდებით ბავშვებით ინდონეზიაში, რომლებიც ნავით ცდილობენ მიაღწიონ სკოლამდე; ზოგმა კი ტყე უნდა გადალახოს იმისთვის, რომ განათლება მიიღონ და სხვებმა ხარის მეშვეობით უნდა მიაღწიონ სკოლას. ნახავთ, თუ როგორ რისკავენ სიცოცხლეს და კვეთენ დამტვრეულ ხიდებს თოვლში იმისთვის, რომ განათლება მიიღონ.


ერთად დავაფასოთ განათლება, ეს ხომ ერთადერთი გზაა მსოფლიოს შეცვლისკენ. 

 


ზემოთ