1. კლუბის მიზანია მოსწავლეთა დაინტერესება ფიზიკით, ბიოლოგიითა და ქიმიით, ამ მიმართულებებში ექსპერიმენტების დამოუკიდებლად დაგეგვისა და განხორციელების უნარების განვითარების ხელშეწყობა და სამეცნიერო ფესტივალებში მონაწილეობის წახალისება.

2. კლუბის ფუნქციებია:


ა) მოსწავლეებისთვის საბუნებისმეტყველო საგნების განსხვავებული, საინტერესო და ორიგინალური ფორმით მიწოდება; მათი ამ დისციპლინებისადმი დაინტერესების გაზრდა;

ბ) საბუნებისმეტყველო საგნებში ექსპერიმენტების, ცდებისა და დაკვირვებების ორგანიზება; მოსწავლეების მსგავს აქტივობებში ჩართვის წახალისება;

გ) მოსწავლეების საბუნებისმეტყველო მიმართულებების ადგილობრივ და საერთაშორისო ფესტივალებში, ოლიმპიადებში, კონფერენციებში მონაწილეობის ხელშეწყობა და ორგანიზება;

დ) სხვადასხვა ფორმატის საბუნებისმეტყველო მიმართულების აქტივობების (თამაშების, ვიქტორინების, ჩემპიონატების) მოწყობა;

ე) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს კლუბის მიზნებიდან.

ზემოთ