სსიპ  ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N 199 საჯარო სკოლა

 

                                                                        შაბათის  სკოლა

თბილისი

 

    2018-19  სასწავლო წელი

დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება III, IV, V, VI  კლასის მოსწავლეებისათვის

      მათემატიკასა და ტექნოლოგიებში


პროექტის მიზანი:


1. აღმოაჩინოს მოსწავლეში მათემატიკისადმი მიდრეკილება;

2. შეაყვაროს მოსწავლეებს მათემატიკა;

3. შეასწავლოს პროგრამირების საწყისი ეტაპები;

4. შეაყვაროს მოსწავლეებს სწავლა, გამოუმუშაოს შრომის უნარი და შრომისადმი სიყვარული;

5. განუვითაროს მოსწავლეებს:

ა) დასმული ამოცანის გააზრების უნარი;

ბ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;

გ) სინთეზისა და შეფასების უნარი;

დ) ლოგიკური აზროვნების უნარი;

ე) აზრის ჩამოყალიბებისა და გადმოცემის უნარი;

ვ) ტექნოლოგიური უნარები;

ზ) ალგორითმის  შექმნის უნარები;

5. გაუღვივოს მოსწავლეებს მათემატიკური შეჯიბრებებისადმი ინტერესი.

 

მიზნის მისაღწევი მეთოდები:


1. შემდეგი თემატიკის მაგალითებისა და ამოცანების ამოხსნა:

ა) წილადებზე მოქმედებები;

ბ) ნაწილი ;

გ) ამოცანები ნატურალურ  რიცხვებში;

დ) ამოცანების ამოხსნა განტოლების შედგენით;

ე) მათემატიკური თამაშები;

2. ამოცანის ამოხსნისას შემდეგი აპარატისა და მეთოდების გამოყენება:

ა) ლუწ-კენტობა;

ბ) დირიხლეს პრინციპი;

გ) კიდურას პრინციპი;

დ) გრაფთა თეორია;

დ) გაყოფადობის ნიშნები;

ე) ნაშთთა კლასები;

3. სხვადასხვა სახის ინტელექტულური შეჯიბრებები ჩატარება;

4. სახალისო ამოცანები;

5. ლოგიკური ამოცანები.

 

მოსალოდნელი შედეგები:


ა) მოსწავლეებს გაუღვივდებათ მათემატიკის სიყვარული;

ბ) მოსწავლეებს შეექმნებათ მომდევნო კლასებში მათემატიკის გაღრმავებული შესწავლისათვის სასურველი ბაზა;

გ) განუვითარდებათ ტექნოლოგიური უნარები;

დ) შესაბამისი შრომის შემთხვევაში მოსწავლეები წარმატებას მიაღწევენ მათემატიკურ და ინფორმატიკის ოლიმპიადებში.

ე) მოსწავლე მიეჩვევა ლოგიკურ და ანალიტიკურ აზროვნებას, რაც დაეხმარება სხვა საგნების უკეთ ათვისებაშიც;

ვ) განუვითარდებათ გუნდური მუშაობის უნარები;

ზ) სკოლის მისიიდან გამომდინარე, მისაღები კონტიგენტი უკეთ იქნება მომზადებული პროფილურ საგანში.

 

მათემატიკის მეცადინეობები ჩატარდება სამ ცვლაში:


თბილისის გრაფიკი:

I ცვლა: შაბათი: 10.00-13.00 (შესვენება 15-20 წუთი)

II ცვლა: შაბათი: 14.00-17.00 (შესვენება 15-20 წუთი)

III ცვლა: კვირა: 10.00-13.00 (შესვენება 15-20 წუთი)

IV ცვლა: კვირა    14.00-17.00  (შესვენება 15-20 წუთი)

ინფორმატიკის მეცადინეობები ჩატარდება კვირაობით: 09..45-11.45  და 12.00-14.00

თბილისში მეცადინეონები ჩატარდება სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში. სკოლის მიერ შესაძლებელია შეირჩეს დამატებით ორი ცენტრი თბილისის გარეუბნებში, სადაც განხორციელდება სწავლება.

რეგიონების „შაბათის სკოლის“ გრაფიკი განისაზღვრება შესაბამისი რეგიონის მენეჯერის მიერ სკოლასთან შეთანხმებით.

მეცადინეობებს ჩაატარებენ სკოლისა და მოწვეული  კვალიფიციური პედაგოგები.

მომსახურება იყოფა სამ  მოდულად: თითოეულ მოდულზე  ჩატარდება 12 მეცადინეობა. 

                                     

                                              ერთი მოდულის  ღირებულებაა:


ვინც  სწავლობდა 2015-16 სასწავლო წლის მესამე მოდულში - 240 ლარი, ვინც სწავლობდა 2016-17 სასწავლო წლის მესამე მოდულში - 255 ლარი, ვინც სწავლობდა 2017-18 სასწავლო წელს - 270 ლარი, ყველა დანარჩენისთვის - 285 ლარი.

თუ და-ძმებიდან ორი ან მეტი მოსწავლე იღებს თბილისის „შაბათის სკოლის“ მომსახურებას, პირველი მოსწავლის მომსახურების ღირებულება  იგივეა, რაც აღწერილია ზემოთ, ყოველ მომდევნო შვილზე ერთი მოდულის საფასური შეადგენს 160 ლარს (ამ შემთხვევაში მშობელმა უნდა მიმართოს „შაბათის სკოლის“ ადმინისტრაციას).

რეგიონების შაბათის სკოლის მომსახურების ღირებულებაა: მათთვის, ვინც სწავლობდა შაბათის სკოლაში 2016-17 სასწავლო წელს - მოდული 120 ლარი, ყველა დანარჩენისთვის - 150 ლარი.

თუ და-ძმებიდან ორი ან მეტი მოსწავლე იღებს რეგიონის  „შაბათის სკოლის“ მომსახურებას, პირველი მოსწავლის მომსახურების ღირებულება  იგივეა, რაც აღწერილია ზემოთ, ყოველ მომდევნო შვილზე ერთი მოდულის საფასური შეადგენს 80 ლარს (ამ შემთხვევაში მშობელმა უნდა მიმართოს რეგიონალურ მენეჯერს).


ინფორმატიკის ერთი მოდულის ღირებულებაა -150 ლარი.


მშობლებთან ხელშეკრულება ფორმდება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. სკოლა იღებს ვალდებულებას შეასრულოს პროექტით განსაზღვრული აქტივობები, მშობელი იღებს ვალდებულებას გადაიხადოს პროექტით განსაზღვრული თანხა. მოსწავლის სიარული მეცადინეობებზე ავტომატურად ნიშნავს მშობლის თანხმობასა და ხელშეკრულების მოქმედებაში შესვლას.


ხელშეკრულების ფარგლებში, სკოლა ვალდებულია:


ა)  უზრუნველყოს მოსწავლის  „შაბათის სკოლაში” სწავლება 2018-19 სასწავლო წლის შესაბამის  მოდულში;

ბ)  უზრუნველყოს  სწავლისა და სწავლების  მაღალი ხარისხი;

გ) შეუქმნას მოსწავლეს  სწავლისა და განვითარებისათვის უსაფრთხო და თანასწორუფლებიანი გარემო;

დ) უზრუნველყოს მოსწავლე  კვალიფიცირებული მასწავლებლის მომსახურებით;

ე)  უზრუნველყოს  მოსწავლე სასწავლო/საგამოცდო საკლასო ოთახით;

ვ)  უზრუნველყოს მოსწავლე შესაბამისი ლიტერატურით (ამოცანათა კრებული)

ზ)  გააცნოს მშობელს  შესაბამისი მომსახურების შინაარსი;

თ)   მოდულის განმავლობაში უზრუნველყოს 12 მეცადინეობის ჩატარება.

ი)   თითოეულ ჯფუფში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა:

I მოდული: მე-5 და მე-6 კლასებში - 20, მე-3 და მე-4 კლასებში -18,

II და მესამე მოდული: მე-5 და მე-6 კლასებში -18, მე-3 და მე-4 კლასებში -16.

კ) პირველ და მესამე მოდულში მოაწყოს გუნდური მათემატიკური შეჯიბრი;

ლ) ყოველი მოდულის ბოლოს ჩაატაროს შემაჯამებელი ტესტირება;


მშობელი ვალდებულია:


გაეცნოს ხელშეკრულებით და შესაბამისი პროექტით  გათვალისწინებულ პირობებს;

სკოლის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურება მოახდინოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით და ოდენობით;

მეცადინეობების გრაფიკი განისაზღრება სკოლის მიერ.

I მოდულის საფასური გადახდილ უნდა იქნეს  სარეგისტრაციო წესების შესაბამისად;

II მოდულის საფასური გადახდილ უნდა იქნეს არაუგვიანეს 2019წლის 10იანვრამდე;

III მოდულის საფასური გადახდილ უნდა არაუგვიანეს 2018  წლის 10 აპრილამდე.

მსურველთა რაოდენობის შემთხვევაში, სკოლაა უფლებამოსილია, დაამატოს ჯგუფები სხვა გრაფიკით.

სკოლა უფლებამოსილია, გადასახადისგან გაათავისუფლოს სოციალურად დაუცველი , მრავალშვილიანი ოჯახის მოსწავლეები,  სკოლის თანამშრომლის ოჯახის წევრები. სკოლასთან შეთანხმებით, მომსახურების საფასური შეიძლება გადახდილ იქნას სხვა ვადებშიც.

იმ შემთხვევაში, თუ მშობელი გადაწყვეტს პროექტის დატოვებას, ის წერს განცხადებას სკოლის დირექტორის სახელზე და მას დაუბრუნდება თანხა შემდეგი წესით: მშობლის მიერ წინასწარ გადახდილ საფასურს  გამოაკლდება განცხადების დაწერის მომენტისთვის  ჩატარებული გაკვეთილების შესაბამისი თანხა პროპორციულად.


სკოლის საბანკო ანგარიში: სს. „საქართველოს ბანკის“ ცენტრალური ფილიალი.

ბანკის კოდი BAGAGE 22

ანგარიშის N GE93BG0000000264170100GEL.

 

ზემოთ