კომაროვის სკოლის გუნდი მათემატიკით დაინტერესებულ მოსწალეებს სთავაზობს 2020-21 სასწავლო წლის შაბათის სკოლის პროგრამას.
2020-21 სასწავლო წლის შაბათის სკოლის მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყება 3 აგვისტოს 13:00 საათიდან. რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე, შაბათის სკოლის სარეგისტრაციო გუნდის დახმარებით.
31 ივლისს, 1 და 2 აგვისტოს მხოლოდ იმ მოსწავლეებისათვის, რომლებმაც დაასრულეს 2019-20 სასწავლო წლის მესამე მოდული, შესაძლებელი იქნება მობილობა (სხვა ჯგუფში გადაყვანა) როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე.
31 ივლისს, 1 და 2 აგვისტოს მხოლოდ იმ მოსწავლეების მშობლებს, რომლებმაც დაასრულეს 2019-20 სასწავლო წლის მესამე მოდული, შესაძლებლობა ექნებათ დაარეგისტრირონ მოსწავლეების დები და ძმები. ამ სამ დღეს დედმამისშვილების რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება მხოლოდ სკოლაში.
იგულისხმება, რომ ამ სამ დღეს 31 ივლისს, 1 და 2 აგვისტოს შესაძლებელია მხოლოდ ამჟამინდელი მოსწავლეების მობილობა (სურვილის შემთხვევაში) და ამჟამინდელი მოსწავლეების დედმამისშვილების რეგისტრაცია.
3 აგვისტოდან ყველა მსურველს, შაბათის სკოლის ამჟამინდელ მოსწავლეებსაც და სხვა მსურველებსაც შეეძლება რეგისტრაცია და მობილობა ჩვეულებრივ რეჟიმში.
შაბათის სკოლის ამჟამინდელ მოსწავლეებს, ნებისმიერ შემთხვევაში, განახორციელებენ თუ არა მობილობას, პირველი მოდულის საფასურის არგადახდის შემთხვევაშიც, ადგილები ენახებათ 5 სექტემბრამდე.
რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე.
სარეგისტრაციო ბმული იქნება: reg.komarovi.edu.ge
ონლაინ რეგისტრაციის გზამკვლევი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე: 2399336; 2392157; 2399313, ან მოგვწეროთ komarovishabati@gmail.com, ან facebook/komarovi199 (ე.წ. ინბოქსში).
სარეგისტრაციო გუნდი იმუშავებს შაბათ-კვირის გარდა, 11 დან 17 საათამდე. მისამართზე: ქალაქი თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N49, კომაროვის სკოლა, ოთახი N119. (ამჟამინდელი მოსწავლეებისათვის გუნდი იმუშავებს 1 და 2 აგვისტოსაც). 3 აგვისტოს 13-დან 19 საათამდე.
საქართველოს მასშტაბით დაინტერესებულ მოსწავლეებს დაეხმაროს მათემატიკური და ლოგიკური უნარების განვითარებაში.
თბილისში პროექტი განხორციელდება ორ ფორმატში, რომლიდანაც ერთ-ერთს აირჩევს მშობელი.
I ცვლა: შაბათი: 10.00-13.00 (შესვენება 15-20 წუთი)
II ცვლა: შაბათი: 14.00-17.00 (შესვენება 15-20 წუთი)
III ცვლა: კვირა: 10.00-13.00 (შესვენება 15-20 წუთი)
IV ცვლა: კვირა 14.00-17.00 (შესვენება 15-20 წუთი)
ინფორმატიკის მეცადინეობები ჩატარდება კვირაობით: 09.45-11.45 და 12.00-14.00
რეგიონების „შაბათის სკოლის“ გრაფიკი განისაზღვრება შესაბამისი რეგიონის მენეჯერის მიერ სკოლასთან შეთანხმებით.
მეცადინეობებს ჩაატარებენ სკოლისა და მოწვეული კვალიფიციური პედაგოგები.
მათთვის, ვინც სწავლობდა 2017-18 სასწავლო წლის მესამე მოდულში, ერთი მოდულის საფასურია 270 ლარი, ვინც სწავლობდა 2018-19 სასწავლო წელს - 285 ლარი, ყველა დანარჩენისთვის - 300 ლარი.
თუ და-ძმებიდან ორი ან მეტი მოსწავლე იღებს თბილისის „შაბათის სკოლის“ მომსახურებას, პირველი მოსწავლის მომსახურების ღირებულება იგივეა, რაც აღწერილია ზემოთ, ყოველ მომდევნო შვილზე ერთი მოდულის საფასური შეადგენს 160 ლარს (ამ შემთხვევაში მშობელმა უნდა მიმართოს „შაბათის სკოლის“ ადმინისტრაციას).
რეგიონების შაბათის სკოლის მომსახურების ღირებულებაა: მათთვის, ვინც სწავლობდა შაბათის სკოლაში 2017-18 სასწავლო წელს - მოდული 120 ლარი, ყველა დანარჩენისთვის - 150 ლარი.
თუ და-ძმებიდან ორი ან მეტი მოსწავლე იღებს რეგიონის „შაბათის სკოლის“ მომსახურებას, პირველი მოსწავლის მომსახურების ღირებულება იგივეა, რაც აღწერილია ზემოთ, ყოველ მომდევნო შვილზე ერთი მოდულის საფასური შეადგენს 80 ლარს (ამ შემთხვევაში მშობელმა უნდა მიმართოს რეგიონალურ მენეჯერს).
ინფორმატიკის ერთი მოდულის ღირებულებაა - 150 ლარი.
მშობლებთან ხელშეკრულება ფორმდება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. სკოლა იღებს ვალდებულებას შეასრულოს პროექტით განსაზღვრული აქტივობები, მშობელი იღებს ვალდებულებას გადაიხადოს პროექტით განსაზღვრული თანხა. მოსწავლის სიარული მეცადინეობებზე ავტომატურად ნიშნავს მშობლის თანხმობასა და ხელშეკრულების მოქმედებაში შესვლას.
I მოდული: მე-5 და მე-6 კლასებში - 20, მე-3 და მე-4 კლასებში - 17,
II და მესამე მოდული: მე-5 და მე-6 კლასებში -18, მე-3 და მე-4 კლასებში - 16.
მხოლოდ ონლაინ ჯგუფში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა - 15.
I მოდულის საფასურის გადახდა: სარეგისტრაციო წესების შესაბამისად;
II მოდულის საფასურის გადახდა: არაუგვიანეს 2021 წლის 10 იანვრამდე;
III მოდულის საფასურის გადახდა: არაუგვიანეს 2021 წლის 1 აპრილამდე.