შაბათის სკოლის რეგისტრაცია 2019-20!

მათემატიკა

 

კომაროვის სკოლის გუნდი მათემატიკით დაინტერესებულ მოსწალეებს სთავაზობს 2019-20  სასწავლო წლის გადამუშავებულ პროგრამას.

გადამუშავებული პროგრამის ფარგლებში:

* პირველი და მესამე მოდულის განმავლობაში ჩატარდება გუნდური შეჯიბრი;

* მხოლოდ შაბათის სკოლის მოსწავლეებს, სურვილის შემთხვევაში, კომაროვის სკოლა 2020  წლიდან შესთავაზებს დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას, საგამოცდო ინტენსიურ კურსს.

* ყოველი მოდულის ბოლოს ჩატარდება შემაჯამებელი ტესტირება.

 

 

სწავლის საფასური

 

იმ მოსწავლეებისათვის, რომლებმაც დაასრულეს 2018-19  სასწავლო წლის მესამე მოდული, მათემატიკის სწავლის საფასური არის იგივე, რაც იყო 2018-19  სასწავლო წელს.

სხვა მოსწავლეებისათვის ერთი მოდულის (12 მეცადინეობა) გადასახადი შეადგენს 300 ლარს.

თუ და-ძმებიდან ორი ან მეტი მოსწავლე იღებს თბილისის „შაბათის სკოლის“ მომსახურებას, პირველი მოსწავლის მომსახურების ღირებულება იგივეა, რაც აღწერილია ზემოთ, ყოველ მომდევნო შვილზე ერთი მოდულის საფასური შეადგენს 160 ლარს (ამ შემთხვევაში მშობელმა უნდა მიმართოს „შაბათის სკოლის“ ადმინისტრაციას).

 

მოსწავლეთა რაოდენობა

 

I მოდულში:

მე-5 და მე-6 კლასები - არაუმეტეს 20 მოსწავლე;

მე-3 და მე-4 კლასები - არაუმეტეს 18 მოსწავლე.

II და III მოდულში:

მე-5 და მე-6 კლასები- არაუმეტეს 18 მოსწავლე;

მე-3 და მე-4 კლასები- არაუმეტეს 16 მოსწავლე.

 

გაკვეთილების განრიგი

 

მეცადინეობები ჩატარდება ოთხ ცვლად:

I ცვლა: შაბათი: 10.00-13.00

II ცვლა: შაბათი: 14.00-17.00

III ცვლა: კვირა: 10.00-13.00

IV ცვლა: კვირა: 14.00-17. 00.

მეცადინეობები დაიწყება:

შაბათის ჯგუფებისთვის - 21  სექტემბერს, კვირის ჯგუფებისთვის - 22  სექტემბერს.

 

საინფორმაციო ტექნოლოგიები

 

იმუშავებს 2 ჯგუფი საინფორმაციო ტექნოლოგიებში:

I ცვლა (I დონე): კვირა: 09.45-11.45,

II ცვლა(II დონე): კვირა 12.00-14.00.

საინფორმაციო ტექნოლოგიებში მეცადინეობებს ჩაატარებს საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ზაზა გამეზარდაშვილი.

საინფორმაციო ტექნოლოგიების ერთი მოდულის (12 მეცადინეობა) საფასური შეადგენს 150 ლარს.

 

რეგისტრაციის პირობები

 

რეგისტრაცია სხვადასხვანაირად იწარმოებს 2018-19  სასწავლო წელს შაბათის სკოლის კურსდამთავრებულებისათვის და ახალი მოსწავლეებისათვის:

 

ონლაინ რეგისტრაცია 2018-19  სასწავლო წელს კურსდამთავრებული მოსწავლეებისათვის:

 

ის მოსწავლეები, რომლებმაც დაასრულეს 2018-19  სასწავლო წლის მესამე მოდული, სისტემის მიერ არიან ჩასმული შესაბამის ჯგუფებში. სწავლის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში ისინი შეიძლება დარეგისტრირდნენ შესაბამისი სარეგისტრაციო კოდის საშუალებით, რომელიც მშობლებს დაეგზავნათ ტელეფონებზე. თუ მშობელს არ მიუვიდა წერილი ტელეფონზე sms-ით, მიმართეთ სკოლას სარეგისტრაციო კოდის ასაღებად (კიდევ ერთხელ განვმარტავთ, სარეგისტრაციო კოდით დარეგისტრირება შეუძლიათ მხოლოდ იმ მოსწავლეებს, რომლებმაც დაამთავრეს 2018-19  სასწავლო წლის მესამე მოდული).

ამ ბმულზე: http://reg.komarovi.edu.ge/

შესაბამის ველში შეიყვანეთ ელფოსტა და პაროლი და შედით სარეგისტრაციო სისტემაში. შემდეგ გამოჩნდება ფანჯარა, სადაც მარცხენა ზედა კუთხეში იქნება ლინკი: „იმ მოსავლეების რეგისტრაცია, რომლებმაც დაასრულეს 2018-19  სასწავლო წლის მესამე მოდული“. ამ ლინკზე შესვლის შემდეგ, შესაბამის ველში შეიტანეთ სარეგიტრაციო კოდი. გამოჩნდება მოსწავლის სახელი, გვარი და ზოგ შემთხვევაში სხვა მონაცემებიც (მაგ: ელ-ფოსტა, მშობლის ტელეფონი). შეავსეთ ცარიელი ველებიც. სისტემა გამოაჩენს იმ ჯგუფს, რომელშიც არის მოსწავლე (მოსწავლეები არიან იმავე ჯგუფში, რომელშიც სწავლობდნენ წინა სასწავლო წელს). სურვილის შემთხვევაში, მშობელს შეუძლია შეცვალოს ჯგუფი და მოსწავლე გადაიყვანოს ნებისმიერ სხვა თავისუფალ ჯგუფში.

სარეგისტრაციო სისტემა იმ მოსწავლეებს, რომლებმაც დაამთავრეს შაბათის სკოლის მესამე მოდული, სისტემაში შესვლამდე და სარეგისტაციო კოდის გამოყენებამდე, შესაბამის ჯგუფში ადგილს შეუნახავს 5  სექტემბრამდე (იგულისხმება, რომ მშობელს შეუძლია შევიდეს სისტემაში 5 სექტემბრამდე). სისტემაში შესვლის შემდეგ გააქტიურდება გადახდის კოდი, და პირველი მოდულის გადასახადი გადახდილ უნდა იქნას შესაბამის ვადებში (იხ.ქვემოთ).

კიდევ ერთხელ განვმარტავთ: 2018-19  სასწავლო წლის კურსდამთავრებული მოსწავლეები არიან შესაბამის ჯგუფებში და სარეგისტრაციო კოდის გააქტიურება არ არის აუცილებელი 5  სექტემბრამდე.

 

ახალი მოსწავლეების ონლაინ რეგისტრაცია:

 

სარეგისტრაციო ბმული: http://reg.komarovi.edu.ge/

შესამაბის ველში შეიყვანეთ ელფოსტა და პაროლი. ამის შემდეგ სისტემაში შესვლას შეძლებთ ელფოსტის საშუალებით.

შესაბამის ფანჯარაში გამოჩნდება: ახალი მოსწავლის რეგისტრაცია. შესაბამის ველებში შეიყვანეთ მოსწავლის სახელი, გვარი, მშობლის ტელეფონის ნომერი, მშობლის ელფოსტა, სკოლა, რომელშიც სწავლობს მოსწავლე და შეარჩიეთ შესაბამისი კლასი და ჯგუფი, რომელშიც გსურთ ისწავლოს მოსწავლემ.

მოსწავლის მონაცემების შეტანის შემდეგ მოგეცემათ გადახდის კოდი და ვადა, რომლამდეც უნდა გადაიხადოთ პირველი მოდულის საფასური. ვადაში არგადახდის შემთხვევაში, სისტემა წაშლის მოსწავლის რეგისტრაციას. ასეთ შემთხვევაში, მოსწავლე ხელმეორედ იქნება დასარეგისტრირებელი.

ერთი და იგივე ელექტრონული ფოსტით შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ ერთი ან მეტი მოსწავლე. სანამ სისტემა არ დაიხურება, ყოველთვის შეგეძლებათ მოსწავლის ჯგუფის შეცვლა (ცხადია, იმ ჯგუფში, სადაც იქნება თავისუფალი ადგილი).

 

რეგისტრაცია საინფორმაციო ტექნოლოგიების ჯგუფში დასარეგისტრირებლად:

 

ბმულზე: http://reg.komarovi.edu.ge/

შესამაბის ველში შეიყვანეთ ელფოსტა და პაროლი. ამის შემდეგ სისტემაში შესვლას შეძლებთ ელფოსტის საშუალებით.

შესაბამის ფანჯარაში გამოჩნდება: ახალი მოსწავლის რეგისტრაცია. შესაბამის ველებში შეიყვანეთ მოსწავლის სახელი, გვარი, მშობლის ტელეფონის ნომერი, მშობლის ელფოსტა, სკოლა, რომელშიც სწავლობს მოსწავლე და შეარჩიეთ საგანი: ინფორმატიკა და ჯგუფი, რომელშიც გსურთ ისწავლოს მოსწავლემ.

მოსწავლის მონაცემების შეტანის შემდეგ მოგეცემათ გადახდის კოდი და ვადა, რომლამდეც უნდა გადაიხადოთ პირველი მოდულის საფასური. ვადაში არგადახდის შემთხვევაში, სისტემა წაშლის მოსწავლის რეგისტრაციას. ასეთ შემთხვევაში, მოსწავლე ხელმეორედ იქნება დასარეგისტრირებელი.

 

განმარტებები მოსწავლეების დასარეგისტრირებლად:

 

* ელფოსტის მეშვეობით შედით სარეგისტრაციო სისტემაში

* მოძებნეთ თავისუფალი ადგილი, შეარჩიეთ ჯგუფი.

* ნუ დაარეგისტრირებთ მოსწავლეს, თუ იცით, რომ პირველი მოდულის გადასახადს ვერ გადაიხდით შესაბამის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვადის გასვლის შემდეგ სისტემა წაშლის მოსწავლის რეგისტრაციას, და მოგიწევთ ხელმეორედ დარეგისტრირება.

* სარეგისტრაციო სისტემა იმუშავებს ყოველდღე 8-დან 24 საათამდე.

მცირე ალბათობით, რეგისტრაციის დასასრულებელი ლინკი, შესაძლებელია მიიღოთ დაგვიანებით, ქართველი პროვაიდერის მიერ გამოყოფილი სერვერის გადატვირთულობის გამო. აღნიშნული დაგვიანება შესაძლებელია შეიქმნას რეგისტრაციისას 1 და 2 აგვისტოს. შესაძლო ხარვეზის გამო, წინასწარ გიხდით ბოდიშს (იმედია, ასე არ მოხდება).

მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ სკოლაში, მისამართზე: ვაჟა-ფშაველას გამზირი N49, ოთახი N116, შაბათ-კვირის გარდა 11:00-დან 17:00 საათამდე (1 აგვისტოს 16-დან 19 საათამდე).

იმ შემთხვევაში, თუ მსურველების რაოდენობა იქნება მეტი, სკოლა დაამატებს ჯგუფებს.

შეკითხვებისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე: 2392157, 2399313, ან მოგვწეროთ ე.წ. ინბოქსში მისამართზე: facebook/კომაროვიN199.

 

კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!

 

დამატებითი ინფორმაცია „შაბათის სკოლის“ შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ლინკზე

 

 

                                                            


ზემოთ