ჟურნალისტთა კლუბი, ეს არის კრეატიული ახალგზარდთა შთაგონების წყაროს დიაგნოზი, სადაც, თითოეული ჯგუფის წევრის მოვალეობაა დაადასტუროს ფაქტის სინამდვილე და ხელი არ შეუწყოს დეზინფორმაციის გავრცელებას.

ამავდროულად, კლუბის შექმნის ერთ-ერთი მთავარი თეზისი გახლდათ, კრეატიულობის განვითარება, გარკვეული კომპლექსების დაძლევა, როგორც ასეთი მაგალითისთვის, კამერასთან მუშაობაა  და  საგანმანათლებლო პროცესების პროგრესია .

პროზა - ეს სიტყვების საუკეთესო წყობაა, პოეზია-საუკეთესო სიტყვების საუკეთესო წყობა, ჟურნალისტიკა კი კარგად ნაცნობი სიტყვებია კარგად ნაცნობი წყობით. შესაბამისად, ჩვენ ფეხს ავუბამთ შემოქმედებითად მთელი წლის განმავლობაში ამ დამყარებულ მექანიზმს. 


კლუბის მიზნები:

  • სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება;
  • მოსწავლეთა სასკოლო აქტივობებში ჩართვა;
  • მოსწავლეთა თვითრეალიზაციის ხელშეწყობა;
  • კომუნიკაციის,გუნდური მუშაობის,შემოქმედებითი უნარების ხელშეწყობა;
  • მოსწავლეების მედიის გონივრულ და კრიტიკულ მომხმარებლებად ჩამოყალიბება;
  • კრეატიულობის განვითარება,გარკვეული კომპლექსების დაძლევა,როგორც ასეთი მაგალითისთვის კამერასთან მუშაობაა და საგანმანათლებლო პროცესების პროგრესია.


კლუბის ფუნქციები:

  • მოსწავლეებში ჟურნალისტური უნარ-ჩვევების განვითარება;
  • კონკურენტულ გარემოში საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება და განვითარება;
  • ჟურნალისტიკის ფუნქციების გაცნობიერება;
  • მედიასივრცეში ორიენტირება;
  • პრიორიტეტების შერჩევა;
  • მოსწავლეთა წერითი და ანალიტიკური უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა;
  • რეპორტაჟის მომზადება და წაყვანა;
  • მოვლენების ადგულზე არსებული ფაქტორების შეფასების უნარის განვითარება;
  • კრიტიკული აზროვნების,თვითპრეზენტაციის განვითარება;
  • საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენება;


კლუბის მასწავლებლები: ნინი მანაგაძე, ნატალი ჩიტაია, ლიზკა ცინაური.



ზემოთ