გაიცანი კომაროველი:კომაროველი თეიმურაზ თოლორაია მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT) სრული 320 000$-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა

წარმოგიდგენთ, კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულს -  თეიმურაზ თოლორაიას !


თეიმურაზი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT) სრული 320 000$-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა!


Massachusetts Institute of Technology (MIT) მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიის დარგში. მრავალი წელია მსოფლიო უნივესიტეტების რეიტინგში პრესტიჟულ ადგილს იკავებს, რაც განპირობებულია  სასწავლო პროგრამების ინოვაციურობითა და  თანამედროვე ტექნოლოგიური რესურსით.


თეიმურაზი სწავლის გაგრძელებას პროგრამირების მიმართულებით აპირებს. შერჩეულ პროფესიაში სკოლის პერიოდიდანვე გამორჩეულ წარმატებას აღწევდა.


ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში (IOI) ოქროს მედალი აქვს მოპოვებული, ასევე წარმატებით ასპარეზობდა უმსხვილესი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების შეჯიბრებებზე- Google Code Jam, Facebook Hacker Cup.


ამჟამად, რამდენიმე რეიტინგული უნივერსიტეტიდან ელოდება პასუხს და საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე თვეში მიიღებს.


თეიმურაზი არის:

  • კომაროვის სკოლაში არსებული მათემატიკისა და ინფორმატიკის წრის მასწავლებელი;

  • ჟაუტიკოვის მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში  (IZhO) მაქსიმალური ქულით პირველი ადგილის მფლობელი;

  • ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადაში ინფორმატიკაში (IZhO) ტრენერების ლიგაში ვერცხლის მედალი მოიპოვა;

  • ინფორმატიკაში საქართველოს ეროვნული ოლიმპიადისა და ნაკრების შესარჩევი ამოცანების შემდგენელი და მტესტავი.


აკადემიური წარმატებების პარალელურად თეიმურაზი დაკავებულია ჭადრაკით, მაგიდის ჩოგბურთით. ასევე, აინტერსებს ეკონომიკური თეორიები და პოლიტოლოგია.


კომაროვის სკოლა წარმატებებს უსურვებს თეიმურაზს!



ზემოთ