მე-8 კლასში მისაღები გამოცდის ტესტები და ნაშრომები!

ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო,

 

მე-8 კლასში მისაღები გამოცდის ტესტები და ნაშრომები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: 

 

ტესტები შეგიძლიათ იხილოთ აქ. 

 

მოსწავლეთა ნაშრომები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

სწორი პასუხები და პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 26 აგვისტოს 18:00 საათისა.

შედეგების აპელაცია მიიღება 26 და 27 აგვისტოს 18:00 საათამდე, ელექტრონულ მისამართზე: saapelatsiokomisia@gmail.com

საბოლოო შედეგები და სკოლაში ჩარიცხული მოსწავლეების სია 28 აგვისტოს გამოქვეყნდება.

 

მე-8 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 35 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით 35-ე შედეგის მქონე მოსწავლეს, თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლე დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55%-ს მაინც.

 

მიუხედავად საკონკურსო პირობების დაძლევისა, მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას მიღებაზე, თუ:

ა) მათემატიკისა და ფიზიკის წლიური ნიშანი იქნება 7 ან ნაკლები.

ბ) სკოლიდან წარმოდგენილ დახასიათებაში არ გამოიკვეთება, რომ 2020-21 სასწავლო წელს მოსწავლეს არ ჰქონდა დისციპლინური გადაცდომები.


კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას! 


ზემოთ