კომაროვის "შაბათის სკოლაში" მოსწავლეების რეგისტრაცია 4 აგვისტოს დაიწყება.

კომაროვის სკოლის გუნდი მათემატიკით დაინტერესებულ, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 კლასის, მოსწალეებს სთავაზობს 2021-22  სასწავლო წლის შაბათის სკოლის პროგრამას.

 

·       პროგრამა მოიცავს 3 მოდულს;

·       პროგრამის ფარგლებში ერთ მოდულში ჩატარდება 12 მეცადინეობა;

·       პირველი მოდულის დასაწყისში და სამივე მოდულის ბოლოს ჩატარდება წერები.

·       სპეციალური პლატფორმის მეშვეობით გააქტიურდება მშობელთან კომუნიკაცია.

·       მეორე და მესამე მოდულის განმავლობაში ჩატარდება გუნდური შეჯიბრები.

·       მოსწავლეებს მიეწოდება სასწავლო მასალები.


პროექტში რეგისტრაცია

რეგისტრაცია განხორციელდება 2 ეტაპად

პირველი ეტაპი2 და 3  აგვისტო (მხოლოდ პროექტის 2020-2021 სასწავლო წლის მონაწილეთათვის და მათი და-ძმებისთვის)

2 და 3 აგვისტოს ასევე შესაძლებელი იქნება მეილების გააქტიურება სისტემაში ან/და შარშან გააქტიურებული მეილის პაროლის აღდგენა, თუ დაგავიწყდათ.

მეორე ეტაპი04 აგვისტოს 11:00 საათიდან (საყოველთაო რეგისტრაცია)

რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე, შაბათის სკოლის სარეგისტრაციო გუნდის დახმარებით.

ონლაინ რეგისტრაციის გზამკვლევი  შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

რეგისტრაციის პირველ ეტაპზე (2 და 3 აგვისტო):

  • მოსწავლეებს, რომლებმაც დაასრულეს 2020-21 სასწავლო წლის მესამე მოდული, შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ მობილობა (სხვა ჯგუფში გადასვლა),  როგორც ონლაინ (reg.komarovi.edu.ge), ასევე ადგილზე რეგისტრატორების დახმარებით (თბილისი, ვაჟა-ფშაველას N49, კომაროვის სკოლა). 
  • 2 და 3 აგვისტოს ახალი მოსწავლეების რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ მოსწავლეთა და-ძმების, რომლებმაც 2020-2021 სასწავლო წელს დაასრულეს პროექტის მე-3 მოდული. 2 და 3 აგვისტოს, და-ძმების რეგისტრაცია იწარმოებს მხოლოდ ადგილზე, კომაროვის სკოლაში.
  • ცხადია, და-ძმების რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 3 აგვისტოს მერეც. 4 აგვისტოდან როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე.
  • 2 აგვისტოდან თითოეულ მსურველს შესაძლებლობა ექნება გაააქტიუროს მეილი, ან თუ შარშან არის მეილი გააქტიურებული და დაავიწყდა პაროლი, აღადგინოს პაროლი.
  • კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, 2 და 3 აგვისტოს ახალი მოსწავლის რეგისტრაცია არ განხორციელდება, შესაძლებელი იქნება:

) ძველი მოსწავლეების მობილობა;

) მეილის გააქტიურება;

) პაროლის აღდგენა (თუ დაგავიწყდათ)

ძველი მოსწავლეების და-ძმების რეგისტრაცია (2 და 3 აგვისტოს ეს შაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილზე).

 

პირველი ეტაპის რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ზემოთ აღნიშნული პროცედურების განხორციელება შესაძლებელი იქნება, ასევე რეგისტრაციის მე-2 ეტაპზეც.

შაბათის სკოლის ამჟამინდელ მოსწავლეებსნებისმიერ შემთხვევაში, განახორციელებენ თუ არა მობილობას, გაააქტიურებენ თუ არა სისტემაში მოსწავლეს, პირველი მოდულის საფასურის არგადახდის შემთხვევაშიც, ადგილები ენახებათ 5 სექტემბრამდე.

 

რეგისტრაციის მეორე ეტაპი -  04 აგვისტო,  11:00 საათიდან (საყოველთაო რეგისტრაცია)

ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს 2021-2022 სასწავლო წელს ისწავლოს პროექტის შესაბამის კლასში, მათ შორის იმ მოსწავლეებისთვის, რომლებმაც რეგისტრაცია ვერ გაიარეს პირველ ეტაპზე.

რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე.

ონლაინ რეგისტრაციისთვის გადადით  ბმულზე: reg.komarovi.edu.ge

ონლაინ რეგისტრაციის სისტემა არ იმუშავებს 00 საათიდან 08 საათამდე (ღამე).

ადგილზე რეგისტრაციია შესაძლებელი იქნება ყოველდღე, 11:00-დან - 17:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.

მისამართი: ქალაქი თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N49, კომაროვის სკოლა, ოთახი N116. 

 

ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე: 2392157, 2391562, 2399313, ან მოგვწეროთ komarovishabati@gmail.com, ან facebook/komarovi199 (ე.წ. ინბოქსში).

 

დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

სკოლის საბანკო ანგარიში: სს. „საქართველოს ბანკისცენტრალური ფილიალი.

ბანკის კოდი BAGAGE 22

ანგარიშის N GE93BG0000000264170100GEL.

 

 


ზემოთ