ინფორმაცია “შაბათის სკოლის” მე-6 კლასის მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერის შესახებ!

“შაბათის სკოლის” მე-6 კლასის მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერა

 

„შაბათის სკოლის“ მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერა ჩატარდება 2020 წლის 4 ივლისს სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში (მის. თბილისი, ვაჟა-ფშაველას N49).

 

მოსწავლე სკოლაში (თბილისი, ვაჟა-ფშაველას N49) უნდა გამოცხადდეს 07:30 საათიდან. გამოცდა დაიწყება 08:30-ზე.  


ტესტირების ხანგძლივობა 2 საათი და 30 წუთი.

 


მოსწავლემ თან უნდა იქონიოს:


საწერი კალამი, რვეული შავი სამუშაოსთვის, სასურველია, წყალი (პლასტმასის ბოთლით), პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ აქვს, სავალდებულო არ არის).

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში,  სკოლა უფლებას იტოვებს, საჭროების შემთხვევაში, გადაუღოს მოსწავლეს სურათი შემდგომი იდენტიფიკაციისთვის.

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ნებისმიერი სხვა ნივთის შემოტანა არ არის რეკომენდებული.

 

ტესტირებაზე გამოცხადებისა და ქცევის განსაკუთრებული წესები პანდემიის პირობებში:


ტესტირებაზე მოსული მოსწავლე სავალდებულოა აღჭურვილი იყოს პირბადით, რომელიც უნდა ეკეთოს შენობაში წერის მიმდინარეობის, შენობის დატოვებამდე.

შენობაში შესვლისას გაიაროს თერმოსკრინინგი;

დეზობარიერი;

დაიმუშავოს ხელებს სპეციალური ხსნარით შენობაში შესვლისას და საჭიროების შემთხვევაში  მითითებისას.

დაიცვან ერთმენეთს შორის 2 მეტრიანი დისტანცია.

განთავსდეს მისთვის წინასწარ განსაზღვრულ საგამოცდო სექტორში, შესაბამის მაგიდასთან (ტესტირებამდე, თითოეულ მოსწავლეს ეცნობება რომელ სექტორში, რომელ მაგიდასთან უნდა განთავსდეს).

 

იმ შემთხვევაში თუ მოსწავლეს ექნება ტემპერატურა 370C ან მეტი,  ასევე, ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით გასატარებელი სხვა ღონისძებების შესახებ იხილეთ აქ.

 


ტესტის სტრუქტურა და საკონკურსო პირობები:


შემაჯამებელი წერის  ბილეთი შედგება 25 დახურულბოლოიანი ამოცანისგან.

ü  20 ამოცანა -  6 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხი შეფასდება 1 ქულით

ü  5 ამოცანა -  8 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხი შეფასდება 2 ამოცანის 1,1 ქულით, 2-ს 1,2 ქულით, 1-ს 1,4 ქულით,რაც იქნება ბილეთში მითითებული.

 

ტესტის მაქსიმალური ქულაა 26.

 

შაბათის სკოლის მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერის შედეგად სკოლის მე-7 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე არაუმეტეს 50 მოსწავლე (განმარტება: 50 მოსწავლეზე მეტი, წერის შედეგად სკოლაში არ მიიღება, იმ შემთხვევაში, თუ რეიტინგით 51-ე მოსწავლეს და 50-ე მოსწავლეს ექნებათ x (თ ანაბარი) ქულა, შემაჯამებელი წერით მიიღებიან ის მოსწავლეები, რომლებმაც დააგროვეს x-ზე მეტი ქულა)


 

მე-7 კლასში მისაღები გამოცდა:

 

მე-7 კლასში  მისაღები გამოცდის თარიღი და ადგილი  გამოცხადდება არაუგვიანეს 1  ივლისს.  რეგისტრაცია დაიწყება 26 ივნისს.   მისაღები გამოცდით სკოლაში მიიღება 175-y მოსწავლე, სადაც y არის შაბათის სკოლის შემაჯამებელი წერით მიღებული მოსწავლეების რაოდენობა.

 

ყურადღება:


კომაროვის სკოლის წინა ტერიტორია (ვაჟა-ფშაველას გამზირის გასასვლელი პირველ და მეორე კვარტლებს შორის) არის ვიწრო ქუჩა. ამიტომ სასურველია, ვინც მოსწავლეს მოიყვანს მანქანით, მანქანა დააყენოს ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ან ახლომდებარე კვარტლებში. 

მშობლების სკოლის ტერიტორიაზე დაშვება-არდაშვების  გადაწყვეტილება გამოცხადდება  მოგვიანებით.

 

  

სხვადასხვა წლებში შაბათის სკოლის შემაჯამებელი წერისა და მისაღები გამოცდების ბილეთები შეგიძლიათ იხილოთ აქ.


 

კომაროვის სკოლა გისურვებთ ჯანმრთელობას!


ზემოთ