კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე, ლუკა ბუსკივაძე სრული დაფინანსებით, Vanderbilt-ის უნივერსიტეტში სწავლას გააგრძელებს!

კომაროვის მე-12 კლასის მოსწავლე, ლუკა ბუსკივაძე, მომავალი სასწავლო წლიდან, ამერიკაში, Vanderbilt-ის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით სწავლას გააგრძელებს. აღსანიშნავია, რომ Vanderbilt- ის უნივერსიტეტში სწავლის წლიური გადასახადი 80 500 დოლარამდე აღწევს.

 

ლუკა უნივერსიტეტში მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების, ასევე ბიზნესის სწავლას აპირებს. უნივერსიტეტში მოსახვედრად, ლუკამ რამდენიმე საგამოცდო ეტაპი გაიარა;  მაღალი ქულები აიღო SAT-ის და TOEFL-ის გამოცდებში.

 

კომაროვის სკოლა ულოცავს ლუკას ამ წარმატებას და მომავალშიც მრავალს უსურვებს.


ზემოთ