ჟაუტიკოვის მე-16 საერთაშორისო ოლიმპიადაზე კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა ოქროს 3, ვერცხლის 5 და ბრინჯაოს 5 მედალი მოიპოვეს.

კომაროვის სკოლის გუნდი ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადიდან მესამე საპრიზო ადგილით დაბრუნდა. ჟაუტიკოვის ოლიმპიადა ტრადიციულად ტარდება ყოველწლიურად ალმატიში. ტურნირის ფარგლებში არის გუნდური და ინდივიდუალური შეჯიბრი. წელს ჩატარდა მე-16 ოლიმპიადა, სადაც მონაწილეობას 21 სახელმწიფოს 80 -ზე მეტი გუნდი იღებდა. ინდივიდუალურ შეჯიბრში მონაწილეობდა 588 მოსწავლე.

 

სკოლის მოსწავლეებმა  ოქროს 3, ვერცხლის 5 და ბრინჯაოს 5 მედალი მოიპოვეს.

 

კომაროვის სკოლის  გუნდმა მესამე საპიზო ადგილი (რეიტინგით მე-5 შედეგი) აჩვენა. სკოლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მსოფლიოს დიდი სივრცის სკოლებს შორის ლიდერთაგანია მათემატიკაში, ფიზიკასა და ინფორმატიკაში.

 

ჟაუტიკოვის ოლიმპიადებზე  სხვადასხვა წლებში კომაროვის სკოლას  1 პირველი პრიზი, 1  მეორე პრიზი, 4  მესამე  პრიზი  და 3  საპატიო სიგელი აქვს მოპოვებული.

 

გუნდის შემადგენლობა:

 

გუნდის ლიდერები: თეიმურაზ კალატოზი, საბა ლეფსვერიძე, მიხეილ სოხაშვილი.

 

გამარჯვებული გუნდის შემადგენლობა: თეიმურაზ თოლორაია, ნიკა ბირკაძე, თამარ კორკოტაშვილი-მათემატიკა, გიორგი ძაძამია, ჯონი თოიძე-ფიზიკა,  არჩილ ბასაძიშვილი, ლუკა მოსიაშვილი-ინფორმატიკა.

 

ინდივიდუალურ შეჯიბრში სკოლის მოსწავლეების შედეგები:

 

თეიმურაზ თოლორაია - მათემატიკა, ოქროს მედალი.

ნიკა ბირკაძე - მათემატიკა, ოქროს მედალი.

ანა ონოფრიშვილი - მათემატიკა, ოქროს მედალი.

ლუკა მუშკუდიანი - მათემატიკა, ვერცხლის მედალი.

ზაურ ბოკელავაძე - მათემატიკა, ვერცხლის მედალი.

გიორი ძაძამია - ფიზიკა, ვერცხლის მედალი.

არჩილ ბასაძიშვილი - ინფორმატიკა, ვერცხლის მედალი.

გიორგი ჩხაიძე - ინფორმატიკა, ვერცხლის მედალი.

თამარ კორკოტაშვილი - მათემატიკა, ბრინჯაოს მედალი.

ჯონი თოიძე - ფიზიკა, ბრინჯაოს მედალი.

ლუკა კირთაძე - ფიზიკა, ბრინჯაოს მედალი.

ლუკა კოპაძე - ფიზიკა, ბრინჯაოს მედალი.

დავით მემარნიშვილი - ინფორმატიკა, ბრინჯაოს მედალი.

 

აღსანიშნავია, რომ თეიმურაზ თოლორაიამ მათემატიკაში აბსოლუტური შედეგი - 42 ქულა 42-დან აჩვენა, რაც ოლიმპიადაზე მხოლოდ ორმა მოსწავლემ შეძლო.

 

სკოლის პირველი გუნდის ოლიმპიადაზე მონაწილეობა  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსდა.


კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, გუნდის ლიდერებს, მათ პედაგოგებს, მშობლებს ამ გამარჯვებას და უსურვებს მომავალ წარმატებებს!


ზემოთ