კომაროვის საღამოს სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო!

კომაროვის საღამოს სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო

 

კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა აცხადებს 2019-20 სასწავლო წელს „საღამოს სკოლაში” სწავლის მსურველთა რეგისტრაციას. საღამოს სკოლა განკუთვნილია მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებისათვის, რომლებიც არ სწავლობენ კომაროვის სკოლაში და რომლებიც დაინტერესებულნი არიან ისწავლონ მათემატიკა (სურვილის შემთხევაში ფიზიკაც) კომაროვის სკოლის პროგრამით.

 

გარდა მათემატიკისა, „საღამოს სკოლა”, სურვილის შემთხვევაში, დამატებით გთავაზობთ ფიზიკა-მათემატიკის სკოლების პროგრამის შესაბამის ფიზიკის გაღრმავებულ სასკოლო კურსს. ფიზიკის ჯგუფები დაკომპლექტდება სწავლის დაწყებისთანავე.

 

იხილეთ „საღამოს სკოლის“ სრული აღწერილობა.

 

რეგისტრაცია

 

ონლაინ რეგისტრაცია იწარმოებს 2019 წლის 14 სექტემბრის  ჩათვლით.

 

ის მოსწავლეები, რომლებმაც სკოლაში  მისაღებ გამოცდაზე  მიიღეს 15  ქულა ან მეტი,  სურვილის შემთხვევაში  „საღამოს სკოლაში“  ჩაირიცხებიან დამატებითი ტესტირების გარეშე;

ის მოსწავლეები, რომლებიც 2018-19 სასწავლო წელს სწავლობდნენ კომაროვის სკოლაში, სურვილის შემთხვევაში  „საღამოს სკოლაში“  ჩაირიცხებიან დამატებითი ტესტირების გარეშე;

სხვა მოსწავლეების „საღამოს სკოლაში“ მიღება ხდება ტესტირების ან გასაუბრების საფუძველზე.

 გასაუბრება ჩატარედება 11 სექტემბერს 11 საათზე კომაროვის სკოლაში.


ონლაინ რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ აქ.

 

რეგისტრაცია შესაძლებელია სკოლაშიც, მისამართზე ვაჟა-ფშაველას გამზირი N49, ოთახი N116, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, 11-დან 17 საათამდე.

 

სკოლაში  მიღება 2020-21 სასწავლო წელს

 

2020-21 სასწავლო წელს საღამოს სკოლის მე-7 კლასელებიდან სკოლის მე-8 კლასში მოსწავლეები მიიღებიან შემდეგი წესით:

 

საღამოს სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები სკოლის მოსწავლეებთან ერთად წერენ 5 ქვიზს მათემატიკაში. ის მოსწავლეები, რომლებიც ამ ხუთი ქვიზიდან დაძლევენ 4  ქვიზს , წერენ საღამოს სკოლის მოსწავლეების შემაჯამებელ წერას, რომლის შედეგებითაც სკოლის მე-8 კლასში მიიღება 20 მოსწავლე.  იმ შემთხვევაში, თუ საღამოს სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები, რომლებმაც დაძლიეს 4 ქვიზი, იქნება 20-ზე ნაკლები ან ტოლი, მაშინ შემაჯამებელი წერა აღარ ჩატარდება და ეს მოსწავლეები მიიღებიან სკოლის მე-8 კლასში.

დანარჩენი მოსწავლეები შემდეგ დაწერენ მისაღებ გამოცდას სკოლის მიერ გამოცხადებულ საკონკურსო ადგილებზე სხვა ნებისმიერ მსურველთან  ერთად.

 

20120-21 სასწავლო წელს საღამოს სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები სკოლაში მიიღებიან შემდეგი წესით:

 

საღამოს სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები სკოლის მოსწავლეებთან ერთად წერენ 5 ქვიზს მათემატიკაში და 5 ქვიზს ფიზიკაში. ის მოსწავლეები, რომლებიც დაძლევენ  არანაკლებ 4-ს თითოეულ საგანში, წერენ საღამოს სკოლის  შემაჯამებელ წერას, რომლის შედეგებითაც სკოლის მომდევნო კლასში მიიღება 10 მოსწავლე.  იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული კლასის მოსწავლეების რაოდენობა, რომლებმაც დაძლიეს  არანაკლებ 4 ქვიზი თითოეულ საგანში,  იქნება 10 ან ნაკლები, ამ კლასში შემაჯამებებლი წერა აღარ ჩატარდება და  ეს მოსწავლეები მიიღებიან სკოლის მომდევნო კლასში .

 

დანარჩენი მოსწავლეები შემდეგ დაწერენ მისაღებ გამოცდას სკოლის მიერ გამოცხადებულ საკონკურსო ადგილებზე სხვა ნებისმიერ მსურველთან  ერთად.

 

 

სასწავლო კალენდარი და განრიგი

 

მათემატიკა

კურსის ხანგრძლივობა  ემთხვევა საჯარო სკოლის სასწავლო კალენდარს, ხოლო არდადეგები ემთხვევა საჯარო სკოლაში მოქმედ არდადეგების გრაფიკს.

მატემატიკის მეცადინეობები ჩატარდება კვირაში სამჯერ, ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს.  დღეში სამი აკადემიური გაკვეთილი. კვირეული  9  საათი, 16.00-დან 18.30 საათამდე.

მშობლებთან შეთანხმებით, კონკრეტული ჯგუფისთვის შესაძლებელია ცხრილის შეცვლა.

 

ფიზიკა

ფიზიკის ჯგუფის კალენდარს ადგენს “საღამოს სკოლის” სამსახურის უფროსი.

შეცვლილ კალენდარს ადგენს საღამოს სკოლის სამსახურის უფროსი.


 

სწავლის საფასური


მათემატიკა

თბილისში მათემატიკის სრული კურსის  ღირებულება შეადგენს : იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც სწავლობდნენ  2018-19 სასწავლო წელს სკოლაში, ან შაბათის ან საღამოს სკოლაში -1000 ლარს;, დანარჩენებისათვის-1100 ლარს.

რეგიონებში მათემატიკის სრული კურსის ღირებულება შეადგენს 600 ლარს;

მშობლის მიერ მათემატიკის კურსის თანხის გადახდა ხდება ორ ეტაპად:

პირველი ეტაპი:    არაუგვიანეს 2019  წლის 20   სექტემბრისა – სრული კურსის ნახევარი; 

მეორე ეტაპი:    არაუგვიანეს 2020   წლის 10 იანვრისა – დარჩენილი ნახევარი.

 

ფიზიკა

თბილისში ფიზიკის სრული კურსის ღირებულება შეადგენს კვირაში ერთ აკადემიურ საათზე 140 ლარს (მთელი წლის ღირებულება ერთ აკადემიურ საათზე).

რეგიონებში ფიზიკის სრული კურსის ღირებულება შეადგენს ერთ აკადემიურ საათზე 70 ლარს (მთელი წლის ღირებულება ერთ აკადემიურ საათზე). 

 

მომსახურების საფასურის გადახდა უნდა მოხდეს სკოლის ანგარიშზე:

სს „საქართველოს ბანკის” ცენტრალური ფილიალი.

ბანკის კოდი BAGAGE22.

მიმღები: სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა;

ანგარიშის N: GE93BG0000000264170100. დანიშნულება: “საღამოს სკოლის” მომსახურების გადასახადი მათემატიკაში. (შესაბამისად, ფიზიკაში)

გადახდისას აუცილებლად მიუთითეთ მოსწავლის სახელი, გვარი, კლასი.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

 

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომრებზე: 2392157.

577388322 - ვალერი ზატუაშვილი, საღამოს სკოლის სამსახურის უფროსი.

ან მოგვწეროთ ელ.ფოსტის და სოციალური მედიის საშუალებით: komarovisagamo@gmail.com, facebook/komarovi campus school (ინბოქსში).

 

კომაროვის სკოლა დატვირთულ და საინტერესო სასწავლო წელს გპირდებათ!

 

გისურვებთ წარმატებას!

 


ზემოთ