კომაროვის სკოლაში აგრარული კლუბი იწყებს ფუნქციონირებას!

კლუბის მიზნებია:

 

1. სკოლის გარე ეზოში გამოუყენებელ მიწებზე მცენარეების დათესვა; დარგვა.

2. გარე ეზოში მდებარე სათბურის აღდგენა და სათანადოდ გამოყენება.

3. მიღებული მოსავლის გაყიდვა და საქველმოქმედო მიზნით გამოყენება.

4. მოსწავლეების მიერ ბოტანიკაში ცოდნის გაღრმავება და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.


კლუბის წამოწყობის მიზეზი:

 

თვეების განმავლობაში შევამჩნიეთ, რომ გარე ეზოში არსებული ხეები ხშირად ისხამდნენ ნაყოფს მიუხედავად იმისა რომ მათ არავინ უვლიდა. ასევე აღმოვაჩინეთ ეზოს კიდეში მიტოვებული სათბური, რომელიც გახდა ჩვენი იმაზრის კატალისტი,  რომ წამოგვეწყო აგრარული კლუბი.


სამუშაო გეგმა:

 

არსებული ტერიტორიის რეკონსტრუქცია, მიწის დამუშავება, პროექტის შემუშავება სკოლის სხვა მოსწავლეებში აგრარულ კლუბისადმი ინტერესის ასამაღლებად, სპეციალური აღჭურვილობისა და მასალის შეძენა.


კლუბის წესდება:

 

1. კლუბი შედგება თავმჯდომარის, მარჯვენახელისა და წევრებისაგან.

2. კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ამტკიცებს თავმჯდომარე.

3. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის ნებისმიერი ასაკის მოსწავლე, რომელიც დააკმაყოფილებს წევრობის კრიტერიუმებს.

4. კლუბის აქტივობებში მონაწილეობის უფლება არ არის შეზღუდული მხოლოდ კლუბისა და სკოლის წევრებზე; კლუბის წევრებს შეუძლიათ მოიწვიონ გარე დახმარება ნებისმიერი სახით.

5. კლუბის წევრი უნდა მონაწილეობდეს კლუბის საქმიანობის ორგანიზებასა და განხორციელებაში; მასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში და ასრულებდეს სპეციალურ დავალებებს.

6. კლუბის ხელმძღვანელები წევრებთან შეთანხმებით გეგმავენ კლუბის აქტივობებს, მონაწილეობენ სამოქმედო გეგმების შემუშავებაში, უშუალოდ მონაწილეობენ ღონისძიებების ჩატარებასა და გაძღოლაში, ეწევიან კლუბის საქმიანობის პოპულარიზაციას.

7. კლუბის წევრი შეიძლება გაირიცხოს კლუბიდან, თუ ის ჩაიდენს შეუფერებელ საქციელს ან დაკარგავს სკოლის მოსწავლის სტატუსს. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ კლუბის წევრები.

8. სემესტრის დასაწყისში კლუბი შეიმუშავებს, ამტკიცებს და სკოლის ადმინისტრაციას წარუდგენს კლუბის სამოქმედო გეგმას.

 

 


ზემოთ