ფიზიკის კლუბის შემეცნებითი გაკვეთილი!

23 ნოემბერს, ფიზიკის კლუბში ბავშვებს სახალისო და ამავდროულად შემეცნებითი გაკვეთილი ჩაუტარა კლუბის ხელმძღვანელმა, თინათინ ქოქოშვილმა. 


გაკვეთილი ჯგუფურ სამუშაოს მოიცავდა, რომლის დავალება ფურცლით რაც შეიძლება მაღალი კონსტრუქციის აწყობა იყო, რაც ინჟინრული უნარ-ჩვევების გამოყენებასაც მოითხოვდა. 


ბავშვებმა ძალიან აქტიურად იმუშავეს და ამ დავალებას თავი საკმაოდ წარმატებით გაართვეს, გამარჯვებულ გუნდს სიმბოლური საჩუქარიც გადაეცა. ფიზიკის კლუბი კვლავაც აპირებს სხვადასხვა ტიპის ინოვაციური და შემეცნებითი პროექტების ჩატარებას, რათა ბავშვებს განუვითარდეთ ჯგუფურად მუშაობის უნარები და რაც მთავარია დაინახონ ფიზიკა სხვადასხვა საინტერესო კუთხით.


ზემოთ