რიგით მე-6 ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთაშორისო ტურნირში (IYNT) კომაროვის სკოლის ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა!

რიგით მე-6 ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთაშორისო ტურნირი (IYNT)

წელს პირველად საქართველოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.


ტურნირი წარმოაჩენს 17 წლამდე ასაკის მოსწავლეების უნარს, წარმატებით გადაჭრან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში დასმული პრობლემები, წარმოადგინონ ჩატარებული კვლევების შედეგები და შეძლონ მათი დაცვა მოწინააღმდეგე გუნდებთან გამართულ სამეცნიერო დისკუსიებში.


ტურნირში 15 ქვეყნის 200-მდე მოსწავლე მონაწილეობს, მათ შორის ახალგაზრდა ნატურალისტები და მათი ხელმძღვანელები ახალი ზელანდიიდან, შვეიცარიიდან, რუსეთიდან, ხორვატიიდან, ბულგარეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. წელს საქართველო ტურნირზე 2 გუნდით წარსდგა. კომაროვის სკოლის ნაკრებმა ტურნირში ვერცხლის მედალი მოიპოვა!  


მონაწილეები: მარიამ ტყეშელაძე, რობიკო ცინცაძე, სოფი კიკნაძე, ჯონი თოიძე, დავით არსენაძე, ნინო ბერიშვილი.


კომაროვის სკოლა ულოცავს გამარჯვებულ მოსწავლეებს და მომავალშიც წარმატებას უსურვებს მათ! 



ზემოთ