კომაროვის სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გამორჩეული პიროვნების, ბრწყინვალე პედაგოგისა და ორგანიზატორის, შესანიშნავი მეუღლის, მამისა და პაპის, გულისხმიერი და კარგი მეგობრის, კომაროვის სკოლის ყოფილი დირექტორის, გელა მანელიძის გარდაცვალების გამო.          

გელა მანელიძემ 1977 წელს დაამთავრა კომაროვის სკოლა, 1982 წელს - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1982 წლიდან მუშაობდა კომაროვის სკოლაში. 2004-2010 წლებში იყო სკოლის დირექტორი. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა მათემატიკის მიმართულებას, პროექტ "საღამოს სკოლას". 2016 წელს მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი და საქართველის წამყვანი მასწავლებლის  სტატუსი. 2014 წლიდან გელა მანელიძე “თბილისის არქიმედეს სკოლის" დამფუძნებელი და დირექტორი იყო.                                         

ბატონმა გელამ  ბევრი  მოსწავლე აღზარდა, მის  სახელთან არის დაკავშირებული საქართველოს მოსწავლეების მრავალი წარმატება ეროვნულ თუ საერთაშორისო ასპარეზზე. 

გელა მანელიძის გარდაცვალება დიდი დანაკლისია საქართველოს საგანმანათლებლო და მათემატიკური საზოგადოებისთვის, მთელი ქვეყნისთვის.

კომაროვის სკოლის კოლექტივი თანავუგრძნობთ ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.                                      

პანაშვიდი: კვირას და ორშაბათს. მისამართი: დიღმის მასივი, მე-2 კვარტალი, მე-11 კორპუსი, მე-2 სადარბაზო.  

გამოსვენება: სამშაბათს, 19 დეკემბერს, 14 საათზე დიღმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან (დიღმის მასივის მე-2 კვარტალთან, დიდუბის ხიდთან).


ზემოთ