ჩვენს სკოლაში ჩამოყალიბდა დრამის კლუბი, რომლის მიზანია კინო და თეატრით დაინტერესებული მოსწავლეების ამ კლუბში გაწევრიანება და სხვადასხვა აქტივობებში მათი ჩართვა.
დრამის კლუბი განკუთვნილია დრამატურგიით, კინო-თეატრითა და სამსახიობო ოსტატობით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის.
კლუბის მიზანია ხელი შეუწყოს;
· მოსწავლეების აკადემიურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას.
· მოსწავლეებში ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბებას.
· მისცეს მოსწავლეებს თვითრეალიზაციის საშუალება.
· აამაღლოს მოსწავლეთა ჩართულობა სასკოლო აქტივობებში და ხელი შეუწყოს სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას.
წლის განმავლობაში მოსწავლეები საკუთარ ცოდნას სხვადასხვა აქტივობებით წარმოაჩენენ.
პირველი შეხვედრა შედგება 13 ოქტომბერს, 14:30-სთ-ზე, 218-ე ოთახში.