რატომ მაგიდის ჩოგბურთი?

1. ფიზიკური დატვირთვა.

მაგიდის ჩოგბურთი აუმჯობესებს ადამიანის აზროვნებას. ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში აუცილებელია ფიზიკური დატვირთვა.

2. მხედველობა. 

თამაშის დროს ვარჯიშდება თვალების კუნთები, რადგან მუდმივად გვიწევს ბურთს ვადევნოთ თვალი. ეს კი გვეხმარება მხედველობის გაუმჯობესებაში.

3. ფსიქოლოგიური დახმარება. 

ადამიანს გაბრაზების შედეგად უჩნდება სურვილი გამოიყენოს ძალა და რაიმეს დაარტყას. მაგიდის ჩოგბურთი გვაძლევს განტვირთვის საშუალებას(ჩოგანს ვიყენებთ ბურთზე ინტენსიურად დასარტყმელად).


ნებისმიერი მოსწავლისთვის მონაწილეობა დასაშვებია!


კლუბის ლიდერები: დათა ქათამაძე და ნიკოლოზ დოლიძე


განრიგი:

• ორშაბათი 15:30

• ხუთშაბათ 15:30

წრის ხანგრძლივობა 1 - 1.5 საათი.


ზემოთ