Research Club არის კომაროვის კლუბი, რომელიც მიზნად ისახავს, კომაროვის მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვან თემებსა და საჭიროებებზე მონაცემების შეგროვებას და მათ ანალიზს.

 

კლუბის მიზნები: 

  • კომაროველების საჭიროებებისა და ინტერესების შესწავლა;

  • მოსწავლეების სასკოლო აქტივობებში ჩართვა და მათ შორის კომუნიკაციების გაუმჯობესება;

  • მოსწავლეებში გუნდური მუშაობისა და ლიდერული უნარების განვითარება;

  • სტატისტიკის წარმოება, მოსწავლეების ინტერესების გამოკვეთის მიზნით; 

  • კვლევის შედეგების სკოლისთვის გაზიარება და გაცნობა;

 

კლუბის ფუნქციები:

  • კომაროვის მოსწავლეების საჭიროებებზე მორგებული თემების კვლევა;
  • კვლევის შედეგების ანალიზი;

  • რეკომენდაციების შემუშავება და გაზიარება მოსწავლეების მოსაზრებების გათვალისწინებით;

  • შედეგების სტატისტიკური ასახვა;

  • შეგროვებული მონაცემების და შედეგების გასაჯაროება;

 

კლუბის პრეზიდენტი: კესო პეტრიაშვილი.

 

ზემოთ