ინგლისური ლიტერატურის კლუბი


ხელმძღვანელი:

XI კლასის მოსწავლე: მიქაელ ხარაძე

 

კლუბის მიზანია: მოსწავლეებისთვის სტიმულის მიცემა და ხელშეწყობა ინგლისური ლიტერატურული უნარების განვითარებაში, დაეხმაროს ინგლისურის ამერიკაში ჩასაბარებელი გამოცდების დონეზე სწავლაში. ეს ყველაფერი ლიტერატურული წიგნების და სხვადასხვა ტექსტების ინგლისურად წაკითხვის და მასზე მჯელობის საშუალებით განხორციელდება.

 

1)     მოსწავლეები შეეჩვევიან ამერიკაში ჩასაბარებელი გამოცდების დონის ტექსტების წაკითხვას და გააზრებას (მაგ: SAT, TOEFL, IELTS)

2)     მოსწავლეებს განივითარებენ სხვადასხვა უნარებს ინგლისური ენის სფეროში: წაკითხვა, გააზრება, აზრის გამოხატვა, კომუნიკაცია და ა.შ.

3)     მოსწავლეები გაიმდიდრებენ ლექსიკას, ისწავლიან ინგლისურად თავისუფლად მსჯელობას, კრიტიკულ აზროვნებას.

 

კლუბის წევრობა:

1)     კლუბი შედგება ხელმძღვანელისა და წევრებისგან.

2)     კლუბის ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებებს კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებით.

3)     კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის ნებისმიერი მოსწავლე, რომელიც დააკმაყოფილებს წევრობის კრიტერიუმებს. კლუბის წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმებს განსაზღვრავს კლუბის ხელმძღვანელი.

4)     კლუბის წევრი მონაწილეობს კლუბის აკადემიურ პროგრამაში, აქტივობებსა და ღონისძიებებში.

5)     კლუბის წევრად მიღებაზე გადაწყვეტილებას იღებს კლუბის ხელმძღვანელი

6)     კლუბის ხელმძღვანელი წევრებთან შეთანხმებით გეგმავს კლუბურ აქტივობებს, მონაწილეობს აკადემიური პროგრამის შემუშავებასა და სამოქმედო გეგმის გაწერაში, უშუალოდ მონაწილეობს ღონისძიებების ჩატარებასა და გაძღოლაში, ეწევა კლუბის საქმიანობის პოპულარიზაციას

7)     კლუბის წევრი შეიძლება ამოირიცხოს კლუბის წევრობიდან, თუ ის ჩაიდენს კლუბის წევრისთვის შეუფერებელ საქციელს, შეუწყდება სკოლის მოსწავლის სტატუსი ან ჩაიდენს მძიმე დისციპლინურ გადაცდომას. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ კლუბის წევრები.

8)     ყოველი სემესტრის დასაწყისში კლუბი შეიმუშავებს, ამტკიცებს და სკოლის ადმინისტრაციას წარუდგენს კლუბის სამოქმედო გეგმას.

ზემოთ