დასახელება: სახალისო  ქიმია“ - ბუნებისმეტყველების  კლუბი

ხელმძღვანელი: ქიმიის პედაგოგი, ლიანა ინწკირველი

კლუბის მუშაობის პერიოდი: 28 იანვარი   -  31  მაისი

კლუბის  მუშაობის გრაფიკი: კვირაში ერთხელ, ყოველ პარასკევს  14 30 – 16 00  სთ

 

„სახალისო  ქიმიის“   კლუბის  სამუშაო  პროგრამა, იხილეთ აქ. 

 

კლუბის „სახალისო  ქიმია“  მუშაობის მნიშვნელობა და აქტუალობა


ბუნებისმეტყველების  კლუბის  მუშაობის ძირითადი დანიშნულებაა დააინტერესოს სკოლისმოსწავლეები  ქიმია-ბუნებისმეტყველების საგნებით,გაუღვიძოს მათ მოტივაცია ღრმად გაეცნონ ამ საინტერესო საგნების საფუძვლებს, გამოიყენონ მიღებული ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებაში. 


ძირითადი მიზანი კი არის:


· სკოლის მოსწავლეთა განათლების ხარისხის ამაღლება ბუნებისმეტყველების სფეროში;

· დაინტერესება მეცნი­ე­რების თანამედროვე მიღწევებით და ექსპერიმენტის ჩატარების ჩვევებით;

· კვლევითი უნარების გაძლიერება.


კლუბში გაერთიანებული მოსწავლეები გაიღრმავებენ არა მარტო თეორიულ ცოდნას, არამედ  ჩამოუყალიბდებათ პრაქტიკული მუშაობის, მიღებული შედეგების ინტერპრეტაციის და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.

წრეში გაერთიანდება მოსწავლეები, რომლებიც გამოიჩენენ ინტერესს დედამიწის შემსწავლელი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი.


ზემოთ