Notice: fwrite(): Write of 265 bytes failed with errno=122 Disk quota exceeded in /home/komar001/public_html/logs.php on line 56
Komarovi.edu.ge

1. კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია.

2. კლუბის საქმიანობას ხელმძღვანელობს და ზოგად კოორდინაციას უწევს კლუბის 2 მმართველი;

3. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის IX-XII კლასის მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს;

4. კლუბი შედგება 2 მმართველისა და წევრებისაგან.

5. კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბის ხელმძღვანელს განცხადებით წერილობითი ან ელექტრონული ფორმით

6. კლუბის წევრი:

ა) მონაწილეობს კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში;

ბ) წარმოადგენს კლუბს მესამე პირებთან ურთიერთობაში;

7. კლუბის წევრად მიღებისთვის მოსწავლე აქტიურად უნდა იყოს ჩართული კლუბის მიერ ორგანიზებულ აქტივობებში.

8. კლუბის მმართველები და წევრები მონაწილეობენ აკადემიური პროგრამის შემუშავებასა და ეწევიან კლუბის საქმიანობის პოპულარიზაციას.

9. კლუბის ღონისძიებებში მონაწილეობა შეუძლია სკოლის ყველა მოსწავლეს ღონისძიების ფორმატის შესაბამისად.

10. კლუბის წევრი შეიძლება ამოირიცხოს კლუბის წევრობიდან, თუ ის ჩაიდენს კლუბის წევრისთვის შეუფერებელ საქციელს, შეუწყდება სკოლის მოსწავლის სტატუსი ან ჩაიდენს მძიმე დისციპლინურ გადაცდომას. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ კლუბის წევრები.

11. კლუბის წევრთა მაქსიმალური სარეკომენდაციო რაოდენობაა 25

12. კლუბს შეიძლება ჰყავდეს საპატიო წევრები-კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულები, რომელთაც აქვთ დიდი გამოცდილება კლუბის საქმიანობის მიმართულებით. საპატიო წევრად ცნობაზე გადაწყვეტილებას იღებს კლუბი. საპატიო წევრები სარგებლობენ კლუბის წევრის უფლებებით და მონაწილეობენ კლუბის საქმიანობის განვითარებაში.

ზემოთ

Warning: Unknown: Write failed: Disk quota exceeded (122) in Unknown on line 0

Warning: Unknown: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/var/cpanel/php/sessions/ea-php81) in Unknown on line 0