კომაროვის "შაბათის სკოლაში"
მოსწავლეების რეგისტრაცია 5 აგვისტოს დაიწყება
კომაროვის სკოლის გუნდი მათემატიკით დაინტერესებულ, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 კლასის, მოსწალეებს სთავაზობს 2022-23 სასწავლო წლის შაბათის სკოლის პროგრამას.
· პროგრამა მოიცავს 3 მოდულს;
· პროგრამის ფარგლებში ერთ მოდულში ჩატარდება 12 მეცადინეობა;
· პირველი მოდულის დასაწყისში და სამივე მოდულის ბოლოს ჩატარდება წერები.
· სპეციალური პლატფორმის მეშვეობით გააქტიურდება მშობელთან კომუნიკაცია.
· მეორე და მესამე მოდულის განმავლობაში ჩატარდება გუნდური შეჯიბრები.
· მოსწავლეებს მიეწოდება სასწავლო მასალები.
პროექტში რეგისტრაცია
რეგისტრაცია განხორციელდება 2 ეტაპად:
პირველი ეტაპი - 3 და 4 აგვისტო (მხოლოდ პროექტის 2021-2022 სასწავლო წლის მონაწილეთათვის და მათი და-ძმებისთვის)
3 და 4 აგვისტოს ასევე შესაძლებელი იქნება მეილების გააქტიურება სისტემაში ან/და შარშან გააქტიურებული მეილის პაროლის აღდგენა, თუ დაგავიწყდათ.
მეორე ეტაპი - 5 აგვისტოს 11:00 საათიდან (საყოველთაო რეგისტრაცია)
რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე, შაბათის სკოლის სარეგისტრაციო გუნდის დახმარებით
ონლაინ რეგისტრაციის გზამკვლევი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
რეგისტრაციის პირველ ეტაპზე ( 3 და 4 აგვისტო):
მოსწავლეებს, რომლებმაც დაასრულეს 2021-22 სასწავლო წლის მესამე მოდული, შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ მობილობა (სხვა ჯგუფში გადასვლა), როგორც ონლაინ (reg.komarovi.edu.ge), ასევე ადგილზე რეგისტრატორების დახმარებით (თბილისი, ვაჟა-ფშაველას N49, კომაროვის სკოლა).
3 და 4 აგვისტოს ახალი მოსწავლეების რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ მოსწავლეთა და-ძმების, რომლებმაც 2021-2022 სასწავლო წელს დაასრულეს პროექტის მე-3 მოდული. 3 და 4 აგვისტოს, და-ძმების რეგისტრაცია იწარმოებს მხოლოდ ადგილზე, კომაროვის სკოლაში.
ცხადია, და-ძმების რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 4 აგვისტოს მერეც. 5 აგვისტოდან როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე.
3 აგვისტოდან თითოეულ მსურველს შესაძლებლობა ექნება გაააქტიუროს მეილი, ან თუ შარშან არის მეილი გააქტიურებული და დაავიწყდა პაროლი, აღადგინოს პაროლი.
კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, 3 და 4 აგვისტოს ახალი მოსწავლის რეგისტრაცია არ განხორციელდება, შესაძლებელი იქნება:
ა) ძველი მოსწავლეების მობილობა;
ბ) მეილის გააქტიურება;
გ) პაროლის აღდგენა (თუ დაგავიწყდათ)
დ) ძველი მოსწავლეების და-ძმების რეგისტრაცია (3 და 4 აგვისტოს ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილზე).
· პირველი ეტაპის რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ზემოთ აღნიშნული პროცედურების განხორციელება შესაძლებელი იქნება, ასევე რეგისტრაციის მე-2 ეტაპზეც.
· შაბათის სკოლის ამჟამინდელ მოსწავლეებს, ნებისმიერ შემთხვევაში, განახორციელებენ თუ არა მობილობას, გაააქტიურებენ თუ არა სისტემაში მოსწავლეს, პირველი მოდულის საფასურის არგადახდის შემთხვევაშიც, ადგილები ენახებათ 5 სექტემბრამდე.
რეგისტრაციის მეორე ეტაპი - 5 აგვისტო, 11:00 საათიდან (საყოველთაო რეგისტრაცია)
ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს 2022-2023 სასწავლო წელს ისწავლოს პროექტის შესაბამის კლასში, მათ შორის იმ მოსწავლეებისთვის, რომლებმაც რეგისტრაცია ვერ გაიარეს პირველ ეტაპზე.
რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე.
ონლაინ რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: reg.komarovi.edu.ge
ონლაინ რეგისტრაციის სისტემა არ იმუშავებს 00 საათიდან 08 საათამდე (დილა).
ადგილზე რეგისტრაციია შესაძლებელი იქნება ყოველდღე, 11:00-დან - 17:00 საათამდე, შაბათ-კვირისგარდა.
მისამართი: ქალაქი თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N49, კომაროვის სკოლა, ოთახი N119
ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე: 2399313, 2399316, 2391562; ან მოგვწეროთ komarovishabati@gmail.com, ან facebook/komarovi199 (ე.წ. ინბოქსში).
დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.
სკოლის ანგარიში: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22
ანგარიშის ნომერი: 760867499