მე-7 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება 16 ივლისს
- 01 ივლისი, 2022
კომაროვის სკოლის მე-7 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება 16 ივლისს.
გამოცდის ჩატარების ადგილი:
სსიპ ქალაქ თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი (მისამართი: თბილისი, მუხიანის მე-3 მ/კ).
ზუსტი ადგილმდებარეობა იხილეთ ბმულზე: https://naec.ge/uploads/postData/EEG-2019/map/Tbilisi-175-a.png
მისაღები გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
ტესტირებაზე რეგისტრაცია და ტესტირება ორივე საგამოცდო ლოკაციაზე დაიწყება ერთ დროს.
ადგილზე რეგისტრაცია დაიწყება: 09:00 საათიდან
ტესტირება დაიწყება: 10:00-ზე
გამოცდაზე მოსწავლემ თან უნდა იქონიოს:
ü საწერი კალამი, რვეული შავი სამუშაოსთვის, სასურველია, წყალი (პლასტმასის ბოთლით).
ü აგრეთვე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ( ან აიდი ბარათი, ან პასპორტი, ან სკოლისმიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა).
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, სკოლა უფლებას იტოვებს, გადაუღოს მოსწავლეს სურათი შემდგომი იდენტიფიკაციისთვის.
ტესტირების ხანგძლივობა 2 საათი და 30 წუთი.
ტესტის სტრუქტურა და საკონკურსო პირობები:
- ტესტი შედგება 25 დახურულბოლოიანი ამოცანისგან.
- 19 ამოცანა - 6 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხი შეფასდება 2 ქულით
- 6 ამოცანა - 6 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხები, ამოცანების მიხედვით, შეფასდება 2,1 ქულით, 2,2 ქულით, 2,3 ქულით, 2,4 ქულით, 2,5 ქულით და 2,6 ქულით (მითითებული იქნება ტესტში).
- ტესტის მაქსიმალური ქულაა 52,1.
ინფორმაცია მე-7 კლასში მისაღები მოსწავლეთა რაოდენობის შესახებ გამოცხადდება არაუგვიანეს 6 ივლისისა
მისაღებ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს:
- მოსწავლეს, რომელმაც დაძლია მე-6 კლასი.
- გამოცდაზე არ დაიშვება მოსწავლე, რომელმაც 2021-2022 სასწავლო წელს დაძლია მე-7 კლასი.
რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე სკოლაში.
ონლიან რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.
ელექტრონული რეგისტრაციისას, შესაბამის ველში უნდა აიტვირთოს:
ა) სკოლის მიერ ოფიციალურად გაცემული მოსწავლის 2021- 22 სასწავლო წლის წლიური ნიშნებისფურცელი.
ბ) მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, ID ბარათის, ან პასპორტის ასლი) ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა (ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთერთი, რაც მოსწავლემ, ასევე თან უნდა იქონიოს გამოცდაზეც)
სკოლაში რეგისტრაციის მსურველთათვის:
- რეგისტრაცია დაწყებულია და გაგრძელდება 12 ივლისის ჩათვლით.
- 11:00-დან - 17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა)
- მისამართი: ქალაქი თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N49, ოთახი N116.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 2-39-93-16
იმ მოსწავლეებს, რომლებმაც დაასრულეს კომაროვის „შაბათის სკოლის“ მე-6 კლასის მე-3 მოდული, საგამოცდო რეგისტრაცია არ სჭირდებათ, ისინი ითვლებიან რეგისტრირებულად. ამ მოსწავლეებმა გამოცდაზე უნდა წარმოადგინონ ან პირადობის მოწმობა, ან პასპორტი, ან სკოლის მიერ დამოწმებული ფოტოსურათიანი ცნობა.
კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!