კლუბის მიზანია:

  • ინტეგრირება სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებს შორის;
  • კლუბის წევრებს მიეცეთ ცოდნის მიღება - გაცემის და თვითშემეცნების საშუალება;
  • წევრების ინტერესის გაზრდა კლასგარეშე ლიტერატურისადმი;
  • მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდა;
  • გაზარდოს კლასგარეშე აქტივობებში მოსწავლეების ჩართულობა;
  • მოსწავლეებში სხვადასხვა ლიტერატურული უნარების აღმოჩენა და წახალისება;
  • ცოდნის მიღებისა და გაზიარების მარტივი გზების პოვნა.


კლუბის ფუნქციებია:

  • მოსწავლეები შეაჩვიოს მსჯელობას, ქვეტექსტებს შორის მთავარი სათქმელის ამოკითხვას; 
  • განუვითაროს ფანტაზია და საკუთარი აზრის დაფიქსირების უნარი;
  • დაეხმაროს სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებასა და საკუთარი თავის პოვნასა და დამკვიდრებაში.


კლუბის პრეზიდენტი: მართა გაბუნია

თანაორგანიზატორები: ნია ჯიქია, ბარბარე ღვინიაშვილი, შოთიკო შაბიაშვილი, ლუკა ნატრიაშვილი


კლუბის წევრობა:

  • კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
  • კლუბის საქმიანობას ხელმძღვანელობს და სამუშაო გარემოს შექმნაში პასუხისმგებელია კლუბის პრეზიდენტი და ორგანიზატორები;
  • კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის VII - IX კლასის მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს.


შენიშვნა: სანამ სკოლა ჰიბრიდულ რეჟიმშია კლუბი იარსებებს ონლაინ გამონაკლისი, წინასწარ დაგეგმილი შემთხვევების გარდა.  


ზემოთ