„Help Desk“ არის თანამედროვე კლუბი , სადაც კომაროვის სკოლის მე-10, მე-11 ან მე-12 კლასისმოსწავლეები ეხმარებიან და ასწავლიან სკოლის საგნებს მე-7, მე-8, მე-9 კლასელ კომაროველებსსრულიად უფასოდ. მათ მოხალისე მასწავლებელი დაეხმარებათ რომ გაიღრმავონ ინტერესიარჩეულ საგნებში და დაძლიონ სასკოლო მასალა. გაკვეთილებზე დასწრება, ამავდროულადდაეხმარება მოსწავლეებს რომ უკეთესი შედეგი დადონ სასკოლო გამოცდებზე ან ცენტრალიზებურწერებზე. 


გაკვეთილები ტარდება: მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია და ინგლისურში. 

 

პროექტის ფუნქციებია:

  •  მაღალ კლასელებისთვის:

1.     მოხალისეობრივი  საქმიანობისთვის დამახასიათებელი მხარეების გაცნობა;

2.     ახალი უნარ-ჩვევების განვითარება;

3.     ახალი უნიკალური გამოცდილების დაგროვება;

  • დაბალ კლასელებისთვის დახმარების გაწევა, აკადემიური დასწრების ამაღლება, სასკოლოწერებისთვის დახმარების გაწევა და ინტერესის გაღვივება სხვადასხვა საგნებში.
  • ახალი თანატოლების გაცნობა, საშუალო და საბაზისო დონის მოსწავლეების ერთმანეთთანდაახლოება.
  • ნაყოფიერი და პროდუქტიული გაკვეთილების ჩატარება ონლაინ ,ხელსაყრელი ფორმატით.
 

კლუბის ლიდერები: ანა მახარაძე, ნინი მანაგაძე, დათო ბასიაშვილი.


კლუბის წევრობა:

  • კლუბი შედგება ხელმძღვანელებისგან, მოხალისე მასწავლებლებისგან და მონაწილეებისგან.
  • კლუბს ხელმძღვანელობენ ორგანიზატორები, რომლებიც ირჩევენ მოხალისე მასწავლებლებს, თანაორგანიზატორებს და ანაწილებენ მოვალეობებს მათ შორის. 
  • მასწავლებელი ვალდებულია ჩაატაროს გაკვეთილები მის მიერ დანიშნულ დროსა და დღეს, (თუ ის ვერ ახერხებს ჩატარებას წინასწარ აუცილებლად უნდა გააფრთხილოსორგანიზატორთა გუნდის, რომელიმე წევრი და მოსწავლეები). 

  • მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის კავშირი იქნება დამყარებული SLACK აპლიკაციისსაშუალებით. (თუ მოსწავლე ან მასწავლებელი ტექნიკური ხარვეზების მხრივ ვერ შეძლებს/გაუჭირდება რეგისტრაცია ან აპლიკაციის ხმარება, ორგანიზატორთა გუნდი ვალდებულია,რომ დაეხმაროს) 
  • კლუბის წევრი შეიძლება ამოირიცხოს კლუბიდან, თუ ის მოიქცევა მიუღებლად კლუბის სხვაწევრის მიმართ.


კლუბის წევრი:


1.
კლუბში მონაწილეობა შეუძლიათ VII-IX კლასელებს მოსწავლეების სახით;
2.კლუბის წევრობა შეუძლიათ X-XII კლასელებს მოხალისე მასწავლებლებად;

დამატებითი ინფორმაციისთვის (რეგისტრაციის ფორმა, გაკვეთილების განრიგი და სხვა დეტალები) შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ვებგვერდზე.

ზემოთ