კომაროვის სკოლა უფროსკლასელებს ახალ საგანმანათლებლო სერვისს - პრე-აბიტურის კურსს სთავაზობს. პრე-აბიტური სკოლის დამატებითი შეთავაზებაა, რომელიც მე-11 კლასელებს მათემატიკური ცოდნისა და უნარების განვითარებაში და მათემატიკური გამოცდებისთვის დროულად მომზადებაში დაეხმარება.


პრე-აბიტურის კურსისთვის შეიქმნება მათემატიკური ჯგუფი მე-11 კლასელებისთვის. 

პრე-აბიტურის ჯგუფში რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ტესტირების ან გასაუბრების საფუძველზე. პრე-აბიტურის ჯგუფში გასაუბრების გარეშე ჩაირიცხებიან ის მოსწავლეები, რომლებიც სწავლობდნენ კომაროვის სკოლაში ან საღამოს სკოლაში.


პრე-აბიტურის პროგრამის სრული კურსის ღირებულება შეადგენს 1800 ლარს. პრე-აბიტურის ჯგუფში არაუმეტეს 10 მოსწავლე იქნება და კურსს კომაროვის სკოლის მასწავლებლები გაუძღვებიან.


მშობლის მიერ პრე-აბიტურის კურსის თანხის გადახდა ხდება ორ ეტაპად:

  •  პირველი ეტაპი: არაუგვიანეს 2022  წლის 24  სექტემბრისა სრული კურსის ღირებულების ნახევარი; 

  •  მეორე ეტაპი: არაუგვიანეს 2023 წლის 10 იანვრისა მეორე ნახევარი.


ზემოთ