"გაეროს მოდელირება" კომაროვის სკოლაში

25, 26 და 27 მარტს კომაროვის თვითმმართველობის და ორგანიზაცია "ევროპის აკადემიური ცენტრის" თანამშრომლობით კომაროვის სკოლაში ჩატარდა პროექტი “გაეროს მოდელირება”.


“გაეროს მოდელირებაში” კომაროვის სკოლის 65 მოსწავლე მონაწილეობდა, რომლებიც ხუთ კომიტეტში (ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების, ჯანდაცვის, საერთაშორისო ურთიერთობების და კიბერუსაფრთოების კომიტეტი) გადანაწილდნენ და იმიტირებულ სესიაზე  სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენდნენ. 


აკადემიურ გუნდთან ერთად ორდღიანი აქტიური მუშაობის შემდეგ, დელეგატებმა გენერალურ ასამბლეაზე საკუთარი კომიტეტის რეზოლუცია წარადგინეს, გამოვიდნენ ინიციატივებით და კენჭი უყარეს რეზოლუციების დამტკიცებას. 


პროექტი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში, მონაწილეობა მიიღონ მსოფლიო პოლიტიკისთვის აქტუალური საკითხების განხილვასა და მოვლენების შეფასებაში, განივითარონ პრეზენტაციის, ეფექტური კომუნიკაციის უნარი და ასევე, გამოავლინონ ლიდერული უნარ-ჩვევები.


პროექტის ფარგლებში გამოვლინდნენ საუკეთესო დელეგატები: კლიმენტი ბერულავა,  ნიკოლოზ სეხნიაშვილი, ანა თინიკაშვილი, ქეთა დვალიშვილი და გამარჯვებული, თინათინ ცხადაძე, რომლებიც პროექტის სპონსორებმა დაჯილდოვეს.                


ფოტოები ღონისძიებიდან

დელეგატების ფოტოები



ზემოთ