კომაროვის სკოლის მე-7 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება 2021 წლის 24 ივლისს, სსიპ ქალაქ თბილისის N175 საჯარო სკოლაში.

კომაროვის სკოლის მე-7 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება 2021 წლის 24 ივლისს, სსიპ ქალაქ თბილისის N175 საჯარო სკოლაში.


ზუსტი ადგილმდებარეობა იხილეთ ბმულზე: https://naec.ge/uploads/postData/EEG-2019/map/Tbilisi-175-b.png

მოსწავლე საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეს: 09:00 საათიდან

გამოცდა დაიწყება: 10:00 საათზე

მე-7 კლასში მისაღები მოსწავლეების რაოდენობა გამოცხადდება არაუვიანეს 5 ივლისისა.

საგამოცდო რეგისტრაცია:

რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც  ონლაინ, ასევე ადგილზე, სკოლაში;

რეგისტრაცია გაგრძელდება  19  ივლისის ჩათვლით;

 

მოსწავლეებირომლებმაც დაასრულეს პროექტი ,,შაბათის სკოლის“ მე-3 მოდული

ითვლებიან რეგისტრირებულადდამატებით რეგისტრაციას არ საჭიროებენმათ გამოცდაზე უნდა წარმოადგინონ ან აიდი ბარათი, ან პასპორტი, ან ფოტოსურათიანი ცნობა.

 

ონლიან რეგისტრაციისთვის  გადადით ბმულზე.

 

ელექტრონული რეგისტრაციისასშესაბამის ველში უნდა აიტვირთოს:

ა) სკოლის მიერ ოფიციალურად გაცემული მოსწავლის 2020-21 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი.

ბ) მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, ID ბარათის, ან პასპორტის ასლი) ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა  (ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთერთი, რაც მოსწავლემ, ასევე  თან უნდა იქონიოს გამოცდაზეც)

 

სკოლაში რეგისტრაციის მსურველთათვის:

რეგისტრაცია განხორციელდება ყოველდღე  11:00-დან - 17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა)

მისამართი: ქალაქი თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N49, ოთახი N116. 

 

რეგისტრაციისას მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს:

ა)  განაცხადი (ივსება ადგილზე);

ბ) სკოლის მიერ ოფიციალურად გაცემული  მოსწავლის 2020-21 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი.

გ) მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, ID ბარათის, ან პასპორტის ასლი) ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა  (ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთერთი, რაც მოსწავლემ, ასევე თან უნდა იქონიოს გამოცდაზეც)

 

 

დადებითი შედეგის შემთხვევაში, სკოლაში ჩასარიცხად, აუცილებელია დახასიათება სკოლიდან. დისციპლინური გადაცდომის არსებობისას, სკოლა უფლებამოსილია მოსწავლეს უარი უთხრას სკოლაში ჩარიცხვაზე.

 

 

მისაღებ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს:

ü  მოსწავლესრომელმაც დაძლია მე-6 კლასი.

ü  გამოცდაზე არ დაიშვება  მოსწავლერომელმაც  2020-2021  სასწავლო წელს დაძლია მე-7 კლასი.

 

გამოცდაზე მოსწავლემ თან უნდა იქონიოს:

 

საწერი კალამი, რვეული შავი სამუშაოსთვის, სასურველია, წყალი (პლასტმასის ბოთლით). აგრეთვე ან აიდი ბარათი, ან პასპორტი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა.

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, სკოლა უფლებას იტოვებს, გადაუღოს მოსწავლეს სურათი შემდგომი იდენტიფიკაციისთვის.

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ნებისმიერი სხვა ნივთის შემოტანა არ არის რეკომენდებული.

 

ტესტირების დროს გამოსაცდელი ვალდებულია, დაიცვას ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესები: ეკეთოს პირბადე, დაიცვას საგამოცდო პროცესის მონაწილე სხვა პირებისაგან სოციალური დისტანცია, მითითების შემთხვევაში-დაიმუშაოს ხელები სადეზინფექციო ხსნარით.


ტესტის სტრუქტურა:                                                                         

 

საგამოცდო ტესტი  შედგება 25 დახურულბოლოიანი ამოცანისგან.

20 ამოცანა -  6 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხი შეფასდება 1 ქულით

5 ამოცანა -  8 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხი შეფასდება- 2 ამოცანის 1,1 ქულით, ორის 1,2 ქულით, ერთის 1,4 ქულით,რაც იქნება ბილეთში მითითებული.

 

ტესტირების ხანგძლივობა 2 საათი და 30 წუთი.

 

ტესტის მაქსიმალური ქულაა 26.

 

კომაროვის სკოლა გისურვებთ ჯანმრთელობას!


ზემოთ