კომაროვის სკოლაში მე-7 კლასში მისაღები გამოცდების რეგისტრაცია დაიწყო.

კომაროვის სკოლაში მე-7 კლასში  მისაღები გამოცდების რეგისტრაცია დაიწყო.

 

რეგისტრაცია  გაგრძელდება  14 ივლისის ჩათვლით  (გამოცდის თარიღის გამოცხადებასთან ერთად  შესაძლოა რეგისტრაციის ვადა გაგრძელდეს)

 

რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ონლაინ რეჟიმში,  ასევე სკოლაში.


ონლიან რეგისტრაციისთვის  გადადით ბმულზე.


სკოლაში რეგისტრაციის მსურველთათვის:

რეგისტრაცია დაიწყება 1 ივლისს და გაგრძელდება 14 ივლისის ჩათვლით.

11:00-დან - 17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა)

6,7 და 13 ივლისს, სკოლაში რეგისტრაცია იწარმოებს 13:00 საათიდან.

მისამართი: ქალაქი თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N49, ოთახი N113. 

 

რეგისტრაციისას მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს:

ა)  განაცხადი (ივსება ადგილზე);

ბ) სკოლის მიერ ოფიციალურად გაცემული  მოსწავლის 2019-20 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი.

გ) მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, ID ბარათის, ან პასპორტის ასლი) ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა  (ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთერთი, რაც მოსწავლემ, ასევე თან უნდა იქონიოს გამოცდაზეც)

 

ელექტრონული რეგისტრაციისას, შესაბამის ველში უნდა აიტვირთოს:

ა) სკოლის მიერ ოფიციალურად გაცემული მოსწავლის 2019-20 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი.

ბ) მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, ID ბარათის, ან პასპორტის ასლი) ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა  (ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთერთი, რაც მოსწავლემ, ასევე  თან უნდა იქონიოს გამოცდაზეც)


მისაღებ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს:

მოსწავლეს, რომელმაც დაძლია მე-6 კლასი.

გამოცდაზე შეიძლება არ დაიშვას  მოსწავლე, რომლის წლიური შეფასება მათემატიკაში არის 8 ან ნაკლები.

გამოცდაზე არ დაიშვება  მოსწავლე, რომელმაც  2019-20  სასწავლო წელს დაძლია მე-7 კლასი.


მისაღები გამოცდის თარიღი, ტესტის სტრუქტურა და ხანგრძლივობა გამოცხადდება არაუგვიანეს 1 ივლისს.

 

სხვადასხვა წლებში მისაღები გამოცდებისა და შემაჯამებელი წერების ბილეთების სანახავად გადადით ბმულზე. 

                                              

კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!

 


ზემოთ