კომაროვის სკოლის მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასში მისაღები გამოცდების თარიღები და საკონკურსო პირობები.
- 05 აგვისტო, 2019
მისაღები გამოცდების თარიღები:
მე-8 კლასში მისაღები გამოცდის თარიღი: 22 აგვსიტო, 13:30-17:00
მე-9 კლასში მისაღები გამოცდის თარიღი: 21 აგვისტო, 9:00-12.30
მე-10, მე-11 და მე-12 კლასში მისაღები გამოცდის თარიღი: 22 აგვისტო, 9:00-12:30.
მისაღები გამოცდები ჩატარდება კომაროვის სკოლაში, მისამართზე: ვაჟა-ფშაველას გამზირი N49.
საკონკურსო პირობები
მე-8 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 16 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-16 შედეგის მქონე მოსწავლეს.
მე-9 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 8 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-8 შედეგის მქონე მოსწავლეს.
მე-10 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 9 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-9 შედეგის მქონე მოსწავლეს.
მე-11 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 11 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-11 შედეგის მქონე მოსწავლეს.
მე-12 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 4 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-4 შედეგის მქონე მოსწავლეს.
მიუხედავად კონკურსის წარმატებით დაძლევისა, სკოლაში ჩარიცხვაზე შეიძლება უარი ეთქვას მოსწავლეს,
ა) რომელსაც მე-8 კლასში მისაღებ გამოცდაზე ექნება 17 ქულა ან ნაკლები, ხოლო მე-9, მე-10, მე-11, ან მე-12 კლასში მისაღებ გამოცდაზე ექნება 19 ქულა ან ნაკლები;
ბ) მათემატიკასა და ფიზიკაში (მე-8 კლასში გადმომსვლელ მოსწავლეს მხოლოდ მათემატიკაში) წლიური შეფასება ექნება 7 ან ნაკლები, ხოლო სხვა რომელიმე საგანში, გარდა უცხოური ენისა, ექნება 6 ან ნაკლები ( არ ეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც 2018-19 სასწავლო წელს სწავლობდნენ კომაროვის სკოლაში)
გ) სკოლიდან წარმოდგენილი დახასიათებიდან არ გამოიკვეთება, რომ 2018-19 სასწავლო წელს მოსწავლე იყო დისციპლინირებული ( არ ეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც 2018-19 სასწავლო წელს სწავლობდნენ კომაროვის სკოლაში).
გამოცდის ფორმატი და ტესტის სტრუქტურა:
მე-8 კლასში მისაღები გამოცდა იქნება მხოლოდ მათემატიკაში.
მე-9,მე-10, მე-11 და მე-12 კლასში მისაღები გამოცდა იქნება მათემატიკასა და ფიზიკაში.
მე-8 კლასში მისაღები გამოცდის ბილეთი შედგება 30 ამოცანისგან. მათგან 25 იქნება დახურულბოლოიანი ამოცანა 6 სავარაუდო პასუხით. 5 იქნება ასევე დახურულბოლოიანი ამოცანა, ოღონდ 8 სავარაუდო პასუხით.
25 ამოცანის სწორი პასუხი შეფასდება 1 ქულით, ხოლო სხვა ხუთი ამოცანიდან ორის სწორი პასუხი შეფასდება 1,1 ქულით, ორის -1,2 ქულით, ერთის -1,4 ქულით, რაც წინასწარ იქნება განსაზღვრული ბილეთში.
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასების ბილეთში გაერთიანებული იქნება ფიზიკისა და მათემატიკის საკითხები. ბილეთში იქნება 35 დახურულბოლოიანი საკითხი, მათ შორის 20 მათემატიკის ამოცანა, 15 იქნება ფიზიკის. მათგან 30 იქნება დახურულბოლოიანი ამოცანა 6 სავარაუდო პასუხით. 5 იქნება ასევე დახურულბოლოიანი ამოცანა, ოღონდ 8 სავარაუდო პასუხით.
30 ამოცანის სწორი პასუხი შეფასდება 1 ქულით, ხოლო სხვა ხუთი ამოცანიდან ორის სწორი პასუხი შეფასდება 1,1 ქულით, ორის -1,2 ქულით, ერთის -1,4 ქულით, რაც წინასწარ იქნება განსაზღვრული ბილეთში.
მისაღები გამოცდების ნიმუშები და საგამოცდო პროგრამები იხილეთ აქ:
მისაღებ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს:
· მოსწავლეებს, რომლებიც გამოცდის დღეს ირიცხებიან სხვა სკოლის მოსწავლეთა ბაზაში.
· გამოცდაზე შეიძლება არ დაიშვას ის მოსწავლე, რომელსაც მათემატიკასა და ფიზიკაში ( მე-8 კლასში შემომსვლელ მოსწავლეს მხოლოდ მათემატიკაში) წლიური შეფასება ექნება 7 ან ნაკლები, ხოლო სხვა რომელიმე საგანში, გარდა უცხოური ენისა, ექნება 6 ან ნაკლები (მოსწავლეს, რომელიც 2018-19 სასწავლო წელს სწავლობდა კომაროვის სკოლაში და აბარებს მისაღებ გამოცდას, ნიშნებისა და დახასიათების წარმოდგენა არ სჭირდება)
· გამოცდაზე შეიძლება არ დაიშვას მოსწავლე, რომლის სკოლის მიერ წარმოდგენილ დახასიათებიდან არ გამოიკვეთება, რომ 2018-19 სასწავლო წელს მოსწავლე იყო დისციპლინირებული ( არ ეხება იმ მოსწავლეს, რომელიც 2018-19 სასწავლო წელს სწავლობდა კომაროვის სკოლაში).
რეგისტრაციის პირობები
რეგისტრაცია გასტანს 2019 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით.
რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ონლაინ რეჟიმშია, ასევე სკოლაში.
ონლიან რეგისტრაციისას მშობელმა უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადი, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ აქ:
მათთვის, ვისაც სურს რეგისტრაცია გაიაროს ადგილზე, სკოლაში რეგისტრაცია
მიმდინარეობს შაბათ-კვირის გარდა 18 ივნისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით, 11:00-დან - 17:00 საათამდე. მისამართი: ქალაქი თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N49, ოთახი N113. მშობელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) შევსებული ფორმა;
ბ) სკოლის მიერ ოფიციალურად გაცემული მოსწავლის 2018-19 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი.
გ) დახასიათება სკოლიდან, სადაც უნდა იკითხებოდეს, რომ 2018-19 სასწავლო წელს მოსწავლე იყო დისციპლინირებული.
დ) ან პირადობის მოწმობის, ან ID ბარათის, ან პასპორტის ასლი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა (ეს ცნობა მოსწავლემ შემდეგ უნდა წარმოადგინოს გამოცდაზეც).
ვინც რეგისტრირდება ელექტრონულად, შესაბამის ველში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტების სკანირებული ვერსია:
ა) სკოლის მიერ ოფიციალურად გაცემული მოსწავლის 2018-19 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი.
ბ) დახასიათება სკოლიდან, სადაც უნდა იკითხებოდეს, რომ 2018-19 სასწავლო წელს მოსწავლე იყო დისციპლინირებული.
გ) ან პირადობის მოწმობის, ან ID ბარათის, ან პასპორტის ასლი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა (ეს ცნობა მოსწავლემ შემდეგ უნდა წარმოადგინოს გამოცდაზეც).
(ამ დოკუმენტების ატვირთვა ან წარმოდგენა არ სჭირდება იმ მოსწავლეს, რომელიც 2018-19 სასწავლო წელს სწავლობდა კომაროვის სკოლაში და აბარებს მისაღებ გამოცდას).
კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!