კომაროვის საღამოს სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო!

კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა აცხადებს 2017-18 სასწავლო წელს „საღამოს სკოლაში” სწავლის მსურველთა რეგისტრაციას. საღამოს სკოლა განკუთვნილია მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებისათვის, რომლებიც არ სწავლობენ კომაროვის სკოლაში და რომლებიც დაინტერესებულნი არიან ისწავლონ მათემატიკა (სურვილის შემთხევაში ფიზიკაც) კომაროვის სკოლის პროგრამით.

გარდა მათემატიკისა, „საღამოს სკოლა”, სურვილის შემთხვევაში, დამატებით გთავაზობთ ფიზიკა-მათემატიკის სკოლების პროგრამის შესაბამის ფიზიკის გაღრმავებულ სასკოლო კურსს. ფიზიკის ჯგუფები დაკომპლექტდება სწავლის დაწყებისთანავე.


                    სასწავლო კალენდარი და განრიგი


მათემატიკა

კომაროვის საღამოს სკოლის ერთ სასწავლო ჯგუფში ჩაირიცხება არაუმეტეს 16 მოსწავლე. კურსის ხანგრძლივობა ზუსტად დაემთხვევა საჯარო სკოლის სასწავლო კალენდარს: 2017 წლის 15 სექტემბრიდან 2018 წლის 15 ივნისამდე. არდადეგები დაემთხვევა საჯარო სკოლაში მოქმედ არდადეგების გრაფიკს. სწავლების პროცესი წარიმართება კომაროვის სკოლაში სკოლის პედაგოგების მიერ.

გაკვეთილები მათემატიკაში ჩატარდება კვირაში სამჯერ – ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, დღეში სამი გაკვეთილი, კვირაში აკადემიური 9 საათი. გაკვეთილები აღნიშნულ დღეებში დაიწყება 15:30 სთ-ზე და დამთავრდება 18:00 სთ-ზე.


ფიზიკა

გაკვეთილები ფიზიკაში ჩატარდება კვირაში ერთხელ, სამშაბათს, ან ხუთშაბათს, დღეში სამი აკადემიური გაკვეთილი, კვირეული 3 საათი. გაკვეთილები აღნიშნულ დღეს დაიწყება 15:30 სთ-ზე და დამთავრდება 18:00 სთ-ზე.

საღამოს სკოლაში სწავლა დაიწყება 2017 წლის 15 სექტემბერს, 15:30 საათზე.


                               სწავლის საფასური


მათემატიკა

საღამოს სკოლაში სწავლა ფასიანია: მათემატიკის კურსის ღირებულებაა: იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც სწავლობდნენ 2016-17 სასწავლო წელს სკოლაში, ან შაბათის ან საღამოს სკოლაში -1000 ლარი;, დანარჩენებისათვის-1100 ლარი.

მშობლის მიერ თანხის გადახდა ხდება ორ ეტაპად:

პირველი ეტაპი: არაუგვიანეს 2017 წლის 12 სექტემბრისა – სრული ღირებულების ნახევარი (500 ან 550 ლარი);

მეორე ეტაპი: არაუგვიანეს 2018 წლის 15 იანვრისა – დარჩენილი ნახევარი (500 ან 550 ლარი).


ფიზიკა

ფიზიკის სრული კურსის მომსახურების საფასური 2016-17 სასწავლი წელს არის 420 ლარი. მშობლის მიერ თანხის გადახდა ხდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი: არაუგვიანეს 2016 წლის 20 სექტემბრისა – 210 ლარი; მეორე ეტაპი: არაუგვიანეს 2017 წლის 10 იანვრისა – 210 ლარი.

ფიზიკაში “საღამოს სკოლის” მსურველები გადასახადს იხდიან ცალკე, იგივე ანგარიშზე, იგივე პროცედურით.

მშობლების სურვილის შემთხვევაში, შეიძლება დკომპლექდეს ჯგუფი, რომელთაც კვირაში ჩაუტერდებათ 4 გაკვეთილი ორი დღის განმავლობაში. ამ ჯგუფის მოსწავლეთათვის მომსახურების საფასური შეადგენს 560 ლარს.


მომსახურების საფასურის გადახდა უნდა მოხდეს სკოლის ანგარიშზე:

სს „საქართველოს ბანკის” ცენტრალური ფილიალი. 

ბანკის კოდი BAGAGE22. 

მიმღები: სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა; 

ანგარიშისN:GE93BG0000000264170100. დანიშნულება: “საღამოს სკოლის” მომსახურების გადასახადი მათემატიკაში. (შესაბამისად, ფიზიკაში) 

გადახდისას აუცილებლად მიუთითეთ მოსწავლის სახელი, გვარი, კლასი.


                                  რეგისტრაცია


ონლაინ რეგისტრაცია იწარმოებს 2017 წლის 20 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით.

ის მოსწავლეები, რომელთა შეფასება კომაროვის სკოლის მისაღებ გამოცდაზე მათემატიკაში არის 10 ან მეტი ქულა, „საღამოს სკოლაში” მიიღებიან ტესტირების გარეშე;

საღამოს სკოლაში მისაღები ტესტირება ჩატარდება 2017 წლის 6 სექტემბერს, 10.00 საათზე კომაროვის სკოლაში;

ტესტირების შედეგები ცნობილი იქნება არაუგვიანეს 8 სექტემბერს. მშობელს ხელშეკრულების გაფორმება შეუძლია ტესტირებაზე დადებითი პასუხის მიღების შემდეგ. სწავლის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს 2017 წლის 12 სექტემბრამდე.

ონლაინ რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ აქ.

რეგისტრაცია შესაძლებელია სკოლაშიც, მისამართზე ვაჟა-ფშაველას გამზირი N49, ოთახი N116, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, 11-დან 17 საათამდე.


შენიშვნა: მშობლების სურვილის შემთხვევაში, შეიძლება გრაფიკის ცვლილება.

იხილეთ „საღამოს სკოლის“ აღწერილობა.


                            საკონტაქტო ინფორმაცია


დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომრებზე: 2399313, 2392157.

577388322 - ვალერი ზატუაშვილი, საღამოს სკოლის სამსახურის უფროსი.

ან მოგვწეროთ ელ.ფოსტის და სოციალური მედიის საშუალებით: komarovisagamo@gmail.com, facebook/komarovi campus school (ინბოქსში).


კომაროვის სკოლა დატვირთულ და საინტერესო სასწავლო წელს გპირდებათ!

გისურვებთ წარმატებას!


ზემოთ