საღამოს სკოლის რეგისტრაცია 2022-2023 სასწავლო წლისათვის დაიწყო

კომაროვის სკოლაში  2022-2023 სასწავლო წლისათვის  „საღამოს სკოლაში”  სწავლის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. 

 

საღამოს სკოლა იმ მოსწავლეებს, რომლებიც არ სწავლობენ კომაროვის სკოლაში, შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ მათემატიკა კომაროვის სკოლის პროგრამით. საღამოს სკოლაში რეგისტრაცია შეუძლიათ მე-7, მე-8, მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეებს.

პროექტის ფარგლებში, მე-7, მე-8 და მე-9  კლასელებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ ფიზიკა-მათემატიკის სკოლების პროგრამის შესაბამისი ფიზიკის გაძლიერებული კურსიც. ფიზიკის ჯგუფები დაკომპლექტდება სწავლის დაწყებისთანავე.

 

საღამოს სკოლის სრულ აღწერილობას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.


რეგისტრაცია


რეგისტრაცია განხორციელდება როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე სკოლაში.

რეგისტრაციის ვადები 1 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით.

 

ონლაინ რეჟიმში რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.

 

ადგილზე რეგისტრაციის მსურველები უნდა მობრძანდეთ სკოლაში, მისამართი - თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N49, ოთახი N119, 11:00-დან 17:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.

 

საღამოს სკოლაში მოსწავლეები ჩაირიცხებიან ტესტირებით  ან გასაუბრებით, გარდა იმ მოსწავლეებისა, რომლებმაც:

  • მე-7 კლასში მისაღებ   წერაზე (2022-2023 სასწავლო წლის მე-7 კლასის მისაღები გამოცდა ან 2022 წლის შაბათის სკოლის მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერა) მიიღეს 28 ქულა ან მეტი. 

  • მე-8 კლასში გასაუბრების გარეშე ჩაირიცხება ის მოსწავლე, რომელიც 2021-22 სასწავლო წელს სწავლობდა კომაროვის სკოლაში ან  2022 წლის მისაღებ გამოცდაზე დააგროვა 34 ან მეტი ქულა. ყველა სხვა მსურველისთვის ჩატარდება ტესტირება ან გასაუბრება.

  • მე-9 კლასში გასაუბრების გარეშე ჩაირიცხება ის მოსწავლე, რომელიც  2021-22 სასწავლო წელსსწავლობდა კომაროვის სკოლაში ან 2022 წლის მისაღებ გამოცდაზე დააგროვა  34  ქულა  ან მეტი ქულა. ყველა სხვა მსურველისთვის ჩატარდება ტესტირება ან გასაუბრება.

  • მე-11 კლასელებისთვის პრე-აბიტურის პროგრამაზე გასაუბრების გარეშე მიიღებიან ის მოსწავლეები, რომლებიც სწავლობდნენ ან კომაროვის სკოლაში, ან „საღამოს სკოლაში“. ყველა სხვა მსურველისთვის ჩატარდება გასაუბრება.

 

        

 ტესტირება ჩატარდება 12 სექტემბერს 10:00 საათზე კომაროვის სკოლაში.

 

სასწავლო წლის კალენდარი და განრიგი

სასწავლო წელი დაიწყება 2022  წლის 21  სექტემბერს და დასრულდება 2023 წლის 21 ივნისს.

სწავლა დაიწყება 15:30 საათზე და დასრულდება 18:05 საათზე.

არდადეგები ემთხვევა საჯარო სკოლაში მოქმედ არდადეგების გრაფიკს.

მათემატიკის მეცადინეობები ჩატარდება კვირაში სამჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს - თითოეულ დღეს ჩატარდება სამი აკადემიური გაკვეთილი.

გაკვეთილის ხანგრძლივობა 45 წუთია.

ყოველკვირეული დატვირთვა 9 აკადემიური საათია.

 

სკოლაში მიღება 2022-2023  სასწავლო წელს

საღამოს სკოლის მოსწავლეებმა, რომელსაც სურვილი ექნება სწავლა გააგრძელოს კომაროვის სკოლის შესაბამის კლასში, ისევე როგორც სხვა მსურველებმა, უნდა ჩააბარონ სკოლაში მისაღები გამოცდები.

საღამოს სკოლის მოსწავლეებისთვის კომაროვის სკოლაში მისაღები ცალკე კონკურსი არ ჩატარდება.

 

სწავლის საფასური

მათემატიკის სრული კურსის  ღირებულება იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც 2021-2022  სასწავლო წელს სწავლობდნენ ან კომაროვის ან შაბათის ან საღამოს სკოლაში, შეადგენს 1300 ლარს, ყველა სხვა მოსწავლისთვის კი - 1600 ლარს.

პრე-აბიტურის სრული კურსის ღირებულება შეადგენს 1800 ლარს.

მშობლის მიერ მათემატიკის კურსის თანხის გადახდა ხდება ორ ეტაპად:

  •  პირველი ეტაპი:  არაუგვიანეს 2022  წლის 24  სექტემბრისა – სრული კურსის ნახევარი; 

  •  მეორე ეტაპი:  არაუგვიანეს 2023   წლის 10 იანვრისა  დარჩენილი ნახევარი.


ფიზიკის კურსი

ფიზიკის გაკვეთილები მე-7, მე-8 , მე-9  კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდება ან კვირაში ერთხელ სამი აკადემიური საათით, ან კვირაში ორჯერ ორ-ორი აკადემიური საათით (ჯამში 4 აკადემიური საათი).


ფიზიკის კურსის ღირებულება: 4 გაკვეთილის შემთხვევაში  (კვირაში ორჯერ  დღეში ორი აკადემიური საათი) - 640 ლარი,  კვირაში 3 გაკვეთილის შემთხვევაში (კვირაში ერთხელ სამი აკადემიური საათი) - 480 ლარი.

 

მომსახურების საფასურის გადახდა უნდა მოხდეს სკოლის ანგარიშზე:

სს „საქართველოს ბანკის” ცენტრალური ფილიალი.

ბანკის კოდი BAGAGE22.

მიმღები: სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა;

ანგარიშის N: GE93BG0000000264170100. დანიშნულება: “საღამოს სკოლის” მომსახურების გადასახადი მათემატიკაში. (შესაბამისად, ფიზიკაში) გადახდისას აუცილებლად მიუთითეთ მოსწავლის სახელი, გვარი და კლასი.


საკონტაქტო ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომრებზე: (032) 2399313, (032) 2399316

577388315 - თამარ მშვენიერაძე,  დირექტორის მოადგილე.

577127963 -დიმიტრი ბაცაცაშვილი

ასევე, შეგიძლიათ მოგვწეროთ ელ.ფოსტის და სოციალური მედიის საშუალებით: komarovisagamosskola@gmail.com

Facebook: სკოლა პანსიონი კომაროვი • Komarovi Campus School (ინბოქსში).


კომაროვის სკოლა აქტიურ და საინტერესო სასწავლო წელს გპირდებათ!

გისურვებთ წარმატებას!


სიახლე


კომაროვის სკოლა უფროსკლასელებს ახალ საგანმანათლებლო სერვისს - პრე-აბიტურის კურსს სთავაზობს. პრე-აბიტური სკოლის დამატებითი შეთავაზებაა, რომელიც მე-11 კლასელებს მათემატიკური ცოდნისა და უნარების განვითარებაში და მათემატიკური გამოცდებისთვის დროულად მომზადებაში დაეხმარება.

პრე-აბიტურის კურსისთვის შეიქმნება მათემატიკური ჯგუფი მე-11 კლასელებისთვის. სკოლის გადაწყვეტილებით, მსურველების არსებობის შემთხვევაში, შეიძლება განხორციელდეს სწავლება კომაროვის სკოლის მე-10 კლასის პროგრამით მე-10 კლასელებისთვისაც.

პრე-აბიტურის ჯგუფში რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ტესტირების ან გასაუბრების საფუძველზე. პრე-აბიტურის ჯგუფში გასაუბრების გარეშე ჩაირიცხებიან ის მოსწავლეები, რომლებიც სწავლობდნენ კომაროვის სკოლაში ან საღამოს სკოლაში.

პრე-აბიტურის პროგრამის სრული კურსის ღირებულება შეადგენს 1800 ლარს. პრე-აბიტურის ჯგუფში არაუმეტეს 12 მოსწავლე იქნება და კურსს კომაროვის სკოლის მასწავლებლები გაუძღვებიან.

მშობლის მიერ პრე-აბიტურის კურსის თანხის გადახდა ხდება ორ ეტაპად:

  •  პირველი ეტაპი: არაუგვიანეს 2022  წლის 24  სექტემბრისა სრული კურსის ღირებულების ნახევარი; 

  •  მეორე ეტაპი: არაუგვიანეს 2023 წლის 10 იანვრისა მეორე ნახევარი.

 




ზემოთ